კურსი საბაბვშო ბაღის აღმზრდელთათვის

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის შესახებ

სკოლამდელი  აღზრდის   კურსი  პედაგოგთათვის გორსა და თბილისში.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს ,რომლებიც  ტრენინგის ფარგლებში გაეცნობიან აღზრდის თანამედროვე მეთოდებსა და სწავლების ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ასევე მიიღებენ ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

პროგრამის  შინაარსი :

სკოლამდელი ასაკის  ბავშვის  განვითარება ასაკისა და  და სფეროების მიხედვით

ფიზიკური, მოტორული, თვითმოვლა, მეტყველება/კომუნიკაცია,წერისათვის მზაობა, შემეცნებითი , სოციალურ-ემოციური

  1. სკოლამდელი ასაკის  ბავშვის  უნარების  მრავალმხრივი განვითარების ხელშემწყობი მეთოდები და სტრატეგიები.

მნემოტექნიკა

ევრისტიკული დაკვირვება

მეთოდიკა – წარმოსახვითი ხედვა

მეთოდიკა- ჰიპერბოლიზაცია

აგლუტინაციის მეთოდიკა

თვალსაჩინო-ვიზუალური ტექნიკები

ვერბალური მეთოდები

პრაქტიკული მეთოდიკები.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს   აქვს:

ზოგადი ცოდნა სკოლამდელ საფეხურზე ბავშვის სწავლასა და განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს  განათლების თეორიებისა  და მეთოდოლოგიის საფუძვლების, სწავლისა და სწავლების რიგი სტრატეგიებისა და თეორიების, საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურისა და მიზნების, პედაგოგიური ეთიკის, მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებების, ინკლუზიური განათლების, მულტიკულტურული და მულტილინგვური მიდგომებისა და პრინციპების, შეფასების მეთოდების, ფორმებისა და პრინციპების ზოგად ცოდნას;

განათლების თეორიებისა და მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი;

ინფორმაციის ანალიზისა და დარგობრივი ლიტერატურის წაკითხვა-გაანალიზების უნარი.

ტრეინინგის დასრულების  შემდეგ გაიცემა  ორენოვანი  სერტიფიკატი  და სარეკომენდაციო წერილი შემდგომი

What You'll Learn