გაყიდვების მენეჯმენტი

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ბიდისი აკადემია გთავაზობთ გაყიდვების მენეჯმენტის შემსწავლელ კურსს.

კურსის მიზანია მსმენელს ჩამოუყალიბდეს და განუვითარდეს გაყიდვების მართვის უნარი.

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისთვის,ასევე ამ პროფესიით დასაქმებული პირებისთვის,რომელთაც სურთ კარიერული განვითარება,ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,ვისაც სურს ამ მიმართულებით განათლების მიღება და პროფესიული ორიენტაცია.

ასევე პირებისთვის,რომლებსაც სურთ საკუთარი კარიერა დაუკავშირონ გაყიდვების მენეჯმენტის სფეროს, ასევე, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული საცალო და საბითუმო სავაჭრო წერტილების მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით.

კურსი წარმოდგენილია განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე ქეისებზე სწავლებით-პრაქტიკული მაგალითებით.

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტი შეძლებს გაყიდვების მართვას ინდივიდუალურად,ასევე  შეკვეთების დაგეგმვასა და განხორციელებას.

კურსში განხილულია საქონლისა და მომსახურეობის გაყიდვების ორგანიზაციასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.

რას ვყიდით? ვისზე ვყიდით ? სად ვყიდით ? ვინ ყიდის ? როგორ ვყიდით ? ამ და სხვა საკითებზე პასუხებს სტუდენტი ამ კურსიდან მიიღებს.

სტუდენტი კურსის განმავლობაში შეისწავლის :

  • მენეჯმენტის საფუძვლები / მისი როლი გაყიდვებში
  • პერსონალური გაყიდვა და პროფესიონალი გამყიდველის კარიერა
  • პერსონალური გაყიდვები და ურთიერთობების მარკეტინგი
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკა
  • გაყიდვების ფსიქოლოგია
  • ცოდნის როლი გაყიდვებში
  • პრეზენტაციის მეთოდები და ელემენტები
  • მომხმარებელთა პრეტენზიები და მათი გადაჭრის მექანიზმი
  • საქონლის გაყიდვის არხები და მომსახურება
  • გაყიდვის პერსონალის დაგეგმვა
  • გაყიდვის პერსონალის მოტივაცია
  • გაყიდვების ორგანიზაცია

 

კურსის არის როგორც თეორიული,ასევე დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით,დავალებებითა და პრეზენტაციებით.

 

What You'll Learn