გაცვლითი საგანმანათლებლო პროექტები

“ბიდისი“ აკადემიასა და ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიის მსმენელებისათვის საერთაშორისო გაცვლითი საგანმანათლებლო პროექტების შეთავაზებას.

რას ითვალისწინებს გაცვლითი პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში შერჩუელი სტუდენტები გაემგზავრებიან წინასწარ ცნობილ ქვეყანაში სადაც, მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და მინიმუმ 2 თვე მთლიანად იქნება ჩართული პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორიცაა სკოლამდელი აღზრდა, არაფორმალური განათლება, ინკლუზიური განათლება და ასე შემდეგ.

რა ღირს პროგრამა?
პროგრამა დაფინასებული იქნება 100 %, სტუდენტს მოუწევს მხოლოდ წასვალამდე საკუთარი ხარჯით შეიძინოს ფრენის ბილეთი ხოლო, ჩასვლის შემდეგ გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება მას. პრორგამა ასევე ფარავს საცხოვრებლის და ჯანმრთელობის დაზღვევის თანხებსაც, ამის გარდა პროექტის მონაწილე მიიღებს ყოველთვიურად ჯიბის და საჭმლის ფულს.

რას მომცემს გაცვლითი პროექტი?

პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაეცნოს უცხო ქვეყნის კულტურას, დახვეწოს ინგლისური ენა და ასევე ისწავლოს იმ ქვეყნის ენა სადაც ის იმყოფება, პროექტი მთლიანად პრაქტიკული აქტივობებით არის დატვირთული, რაც ხელს უწყობს მონაწილის კარიერულ და პიროვნულ განვითარებას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

„ბიდისი“ აკადემიის ნებისმიერ დაინტერესებულ მსმენელს რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
1.ფლობს ინგლისურ ენას
2.არის მოტივირებული, სურს ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღება

  1. ასაკობრივ კატეგორიას: 18-30 წელს რა იქნება პროგრამის დასრულების შემდეგ ?
    პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილე ბრუნდება საკუთარ ქვეყანაში. პროექტის ბოლოს მას ეძლევა საერთაშორისო ინგლისურენოვანი სერტიფიკატი სადაც დადასტურებული იქნება ყველა ის უნარჩვევა რომელიც მან შეიძინა პროგრამის ფარგლებში, სერტიფიკატი აღიარებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველები დაგვიკავშირდით

Start Course