
არტ-თერაპიის კურსი ზრდასრულებისთვის
არტ-თერაპიის შემოქმედებითად მრავალფეროვანი მეთოდები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თვითშემეცნებისთვის. საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიის მიღწევისთვის.
არტ-თერაპიული მეთოდები ეფექტიანია სტრესის მართვის, დეპრესიის, აპათიის, ფობიების, აგრესიის დროს…
არტ-თერაპიის დროს ადამიანი საკუთარ „მე“-ს ავლენს. იგი თავის პრობლემას, კონფლიქტებს, დამოკიდებულებას, განწყობასა და ხასიათის თვისებას არაცნოებიერი სიმბოლოების გზით გამოხატავს.
სხვადასხვა მეთოდები მიმართულია იმ შინაგანი რესურსების ამოწევისკენ, რომელიც ადამიანს ხშირად არაცნოებიერის დონეზე აქვს და არ აქვს აქტუალიზებული. ამ გზით ხდება ასეთი თვისებებისა და მისწრაფებების გაცნობიერება.
თემატიკის მიხედვით მონაწილეები შეასრულებენ ინდივიდუალურად შემოქმედებით აქტივობას (ტექნიკა: ხატვა, ძერწვა, მითები, მეტაფორული ბარათები) შემდეგ მოხდება ნამუშევრის ინდივიდუალური დამუშავება/ინტერპრეტირება ჯგუფური ან ინდივიდუალური უკუკავშირი.