You are currently viewing BDC აკადემიის წარმატებული ინიციატივა — ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში საექთნო ტრენინგები ჩაუტარდათ!

BDC აკადემიის წარმატებული ინიციატივა — ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში საექთნო ტრენინგები ჩაუტარდათ!

🔹BDC აკადემიის წარმატებული ინიციატივა — ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში საექთნო ტრენინგები ჩაუტარდათ!
🔹BDC აკადემია აგრძელებს თავისი მისიის განხორციელებას — ხელი შეუწყოს როგორც საქართველოშ მცხოვრებ, ასვეე ემიგრაციაში მყოფ ქართველებს.
🔹წინა ერთი წლის განმავლობაში, BDC აკადემიამ ჩაუტარა ქართველ ემიგრანტებს ონლაინ ტრენინგები საექთნო საქმის მიმართულებით. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ არამარტო თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროფესიისთვის.
🔹განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლექციებს კითხულობდა ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი სპეციალისტი, ქალბატონი ხათუნა ფოჩხუა. რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.
🔹ქალბატონი ხათუნას პირადი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა ფასდაუდებელი აღმოჩნდა იმ ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც ცდილობენ აშშ-ში საკუთარი პროფესიული გზა გამოკვეთონ.
🔹მაისის თვეში კი განსაკუთრებული ღონისძიება შედგა: BDC აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონი ნათია შათირიშვილი, თავად ეწვია ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და პირადად გადასცა მათ კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
შეხვედრა ემოციური და შთამაგონებელი აღმოჩნდა როგორც მონაწილეებისთვის, ისე თვითონ ორგანიზატორებისთვის. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტი და მხარდაჭერა ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეებისთვის.
🔹„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვითანამშრომლოდ ჩვენს თანამემამულეებთან, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. გვჯერა, რომ განათლება და პროფესიული განვითარება არ უნდა იცნობდეს საზღვრებს. სწორედ ამიტომ, BDC აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ემიგრანტების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ წინსვლაში,“ — აღნიშნა ნათია შათირიშვილმა.
🔹BDC აკადემიის ეს ინიციატივა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა საგანმანათლებლო სექტორმა ემსახუროს გლობალურ დიასპორას. ერთგულება ხარისხიანი განათლების, პროფესიული განვითარებისა და ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული კავშირის მიმართ — ეს არის ის ღირებულებები, რომელთაც BDC აკადემია ემყარება და მომავალშიც აგრძელებს განვითარებას ამ მიმართულებით.