You are currently viewing BDC აკადემიის გორის ფილიალში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი წარმატებით ჩატარდა!

BDC აკადემიის გორის ფილიალში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი წარმატებით ჩატარდა!

✅️ გაწეული პირველადი დახმარება — უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს!
ჩვენი აკადემიის მთავარი მიზანი სწორედ ამ ცოდნის გავრცელებაა, რათა საზოგადოება მზადყოფნაში იყოს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.

📌 სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში ჩვენს აკადემიას არაერთი კერძო და საჯარო ორგანიზაცია ენდო და წარმატებით გადაამზადა საკუთარი თანამშრომლები პირველადი დახმარების საკითხებში. ეს არის ინვესტიცია უსაფრთხო და პასუხისმგებლიან სამუშაო გარემოში!

📌 18 ივლიისს კი ჩვენი სასწავლო სივრცე განსაკუთრებული ენერგიით იყო სავსე —
კურსს დაესწრნენ “გორი ინნი”-ს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები სხვადასხვა სფეროდან.

📌 მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და ასევე პრაქტიკული უნარები, მათ შორის:

  • გულისა და სუნთქვის გაჩერების დროს რეაგირება;

  • ტრავმების და სისხლდენის მართვა;

  • სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირების გეგმა.

📌 ასეთი შეხვედრები გვიმტკიცებს, რომ ინტერესიც და საჭიროებაც იზრდება — და ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ თქვენი სანდო პარტნიორი ამ გზაზე.

📌 მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.