You are currently viewing BDC აკადემია – „შენი პროფესიული კარიერა იწყება აქ“

BDC აკადემია – „შენი პროფესიული კარიერა იწყება აქ“

თბილისის, ქუთაისის, გორისა და თელავის შემდეგ, ბათუმში საგანმანათლებლო ბაზრის კლევის შედეგად საერთაშორისო განათების აკადემია გაიხსნა. ბიდისის ფილიალში როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამები ხორციელდება. კურსების ბოლოს, მსმენელებს, საშუალება ეძლევათ  მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბრენდულ ორგანიზაციებში სტაჟირება გაიარონ. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, შეგიძლიათ, 26 მაისის 33 ნომერში მიხვიდეთ.

ფარმაცია, კულინარია, საკონდიტრო, ბუღალტერია, სამედიცინო – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებისა, რომელსაც ბიდისი ახორციელებს. საერთაშორისო განათლების აკადემია უკვე ჩამოყალიბდა კვალიფიკაციის ამაღლების დულუარულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომლის მიზანიც პროფესიული განათლების მიმღები პირების კვალიფიციური მაღალ დონეზე მომზადებაა.

აკადემიის ფილიალი მაღალტექნოლოგიური ლაბორტორიული და პრაქტიკული აუდიტორიებითაა აღჭურვილი. ლექციებს კითხულობენ ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული პედაგოგები. ბიდისი, სტაჟირება-პრაქტიკების თვალსაზრისით, როგორც ქართულ ბრენდულ კომპანიებთან, ასევე ევროპის ხუთ ქვეყანასთან თანამშრომლობს.

აკადემიის ბაზაზე ფუნქციონირებს კარიერის და დასაქმების დეპარტმენტი, რომელიც წარჩინებული კურსდამთავრებულების დასაქმებაზე ზრუნავს. საერთაშორისო განათლების აკადემია პროფესიული განათლების სფეროში უკვე 14 წელია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ბიდისი, განვითარებასთან ერთად, განათლების მიღების მსურველებს ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს აძლევს. აკადემია ამართლებს სლოგანს ,,შენი პროფესიული კარიერა იწყება აქ“.