📌 პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით – საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“, “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და “მარიგოლდის” ორგანიზებით №5 (ქალთა) დაწესებულებაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა მსჯავრდებულებმა „მარიგოლდის“ სადღესასწაულო კაბები მოირგეს.
🔷 №5 (ქალთა) დაწესებულებაში, წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში მოდების ჩვენება მოეწყო.
🔷 ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტიც, შესრულდა მუსიკალური ნომრები.
🔷 მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.
🔷 წინასაახალწლო ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩატარდება.
✨ ბიდისი აკადემია და ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ 





პირს!
