საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი – პროფესიული განათლების გზაზე წარმატებული ნაბიჯები

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი აქტიურად ახორციელებს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ მოკლევადიან პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებს, რომლებიც შექმნილია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პრინციპით და ემსახურება როგორც დასაქმების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას კონკრეტულ პროფესიებში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ავტორიზებული პროგრამები მოიცავს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას

ბუღალტერია

◉ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

◉ სკოლამდელი აღზრდა,

◉ IT-ინჟინერია

◉ ესთეტიკური კოსმეტოლოგია.

თითოეული პროგრამა შედგება ინტენსიური სასწავლო მოდულებისგან და მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს.

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი აგრძელებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების ფარგლებში პროფესიული განათლების ხარისხიანი მიწოდების პროცესს და მომავალშიც გეგმავს უფრო ფართო მიმართულებების დამატებას, რაც კიდევ უფრო მეტ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს სერტიფიცირებული განათლება თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ სფეროებში.