ტანსაცმლის დიზაინი, მოდელირება, კონსტრუირება, ტექნოლოგია, პრაქტიკა
მიზანი:
შეუძლია ტანსაცმლის ესკიზის შექმნა, ინდივიდუალური და მასიური წარმოების პირობებში ტანსაცმლის
მოდელების კონსტრუირების კანონებისა და წესების გათვალისწინებით სხვადასხვა სირთულის ნაწარმის
შესრულება და თანამედროვე მოდის ტენდენციების გათვალისწინებით კოლექციის
დამუშავება/პრეზენტაცია.
- სამუშაოგარემოდა დასაქმების შესაძლებლობები:
შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სიმძლავრის სამკერვალო საწარმოში, მოდის სალონებში დარგის
სპეციალისტად, ასევე შეუძლია დააფუძნოს და იმუშაოს ინდივიდიალურ საწარმოში.
- პროფესიულიცოდნადა უნარები:
საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
სამუშაო ადგილის ორგანიზება
ხატვა და ფერწერის ტექნიკური ხერხების გამოყენებით ჩანახატების შექმნა
ტანსაცმლის სხვადასხვა მოდელის ესკიზის შექმნა (ქალი, მამაკაცი, ბავშვი)
ტანსაცმლის საბაზისო ნახაზის აგება
ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება
ტანსაცმლის დამზადების ტექნოლოგიური პროცესების წარმართვა
პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა.
ხანგრძლივობა სამ თვიანი სასერთიფიკატო , ექვს თვიანი სასერთიფიკატო და ერთ წლიანი სადიპლომო პროგრამა.
პრაქტიკული ნაწილი ხორციელდება როგორც ბიდისის სამკერვალო საწარმოში ასევე პრატქიკის ობიექტებზე.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და დიპლომი წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან.