ბიზნესის ადმინისტრირების კურსი იძლევა როგორც თეორიულ ცოდნას, ბიზნეს სამყაროს სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ, ისე სძენს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს ეფექტურად გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს.კურსი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც ეხმარება სტუდენტს, რომ განავითაროს კრიტიკული აზროვნება, დაფიქრდეს და გაანალიზოს საკუთარი ძლიერი, თუ სუსტი მხარეები, გააცნობიეროს საკუთარი ღირებულებები.
რაც შეეხება ლექტორს, მხარდამჭერი, ძალიან დადებითი და ენერგიული პიროვნებაა, რაც აუცილებლად გადმოდის სტუდენტის განწყობაზე და ქმნის ჰარმონიულ გარემოს.მინდა აღვნიშნო, რომ მისმა ენთუზიაზმა და ძალისხმევამ დადებითად იმოქმედა ყველაფრის გაგებაში.
სასწავლებელში გატარებული პერიოდი ჩემთვის რაღაც ძალიან ახალი და ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ჩინებული იყო.
ვფიქრობ, გამომადგება მიღებული ცოდნა და ობიექტურად შევაფასებ გეგმებს.