კომუნიკაციები მენეჯმენტის სისტემაში

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

კურსის დასახელება-კომუნიკაციები მენეჯმენტის სისტემაში

სამიზნე აუდიტორია-კურსიის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,ან მათ ვინც უკვე დასაქმებულია და სურს საფუძვლიანად შეისწავლოს კომუნიკაციები.ან თუნდაც ნებისმიერ პირს,ვისაც სურს წარმატებული კომუნიკაციის დამყარება.

კომუნიკაცია გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას, რომლის საფუძველზე მენეჯერები/ხელმძღვანელები ღებულობენ გადაწყვეტილებებს და დაყავთ ისინი ორგანიზაციის მუშაკებამდე.

კომუნიკაცია ორგანიზაციათა ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.გამოკვლევებით დადგენილია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელები თავიანთი სამუშაო დროის 50-დან 90%-მდე ხარჯავენ კომუნიკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია ვეებერთელა როლს ასრულებს ორგანიზაციების წარმატებით მუშაობაში,მენეჯერთა დიდ უმრავლესობას ის მიაჩნია მთავარ დაბრკოლებად ეფექტიანობის მიღწევის გზაზე.

სწორედ ამიტომ,ბიდისი აკადემია გთავაზობთ კომუნიკაციების შემსწავლელ კურსს,სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ,შეისწავლოთ ყველანაირი სახის კომუნიკაცია,რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.როგორც უკვე ავღნიშნეთ,კომუნიკაციას საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში,ამიტომაც,მნიშვნელოვანია,რომ ვიცოდეთ,თუ როგორ და რა ფორმით უნდა შეგვეძლოს კომუნიკაციის დამყარება,საქმიანი მოლაპარაკებები და ასე შემდეგ !

კურსში თქვენ კომუნიკაციის საფუძვლებს,მის მიზნებს,შედეგებს,ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებსა გაეცნობი,ასევე  გაეცნობით ჩვენთვის,ყველასათვის ნაცნობ წარმატებულ,ეფექტიან თუ არაეფექტიანი კომუნიკაციების ყოველდღიურ მაგალითებს.

კურსში კომბინირებულია ყველანაირი სახის კომუნიკაცია,შედეგად სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი ფლობს შემდეგ ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს:

  • ბიზნეს კომუნიკაცია,
  • მარკეტინგული კომუნიკაცია,
  • როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაციები გაყიდვების დროს,
  • ორგანიზაციული კომუნიკაცია,
  • ინტეგრირებული კომუნიკაცია,
  • ბიზნესკომუნიკაციების როლი კომპანიის მენეჯმენტში,
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია,
  • კომუნიკაცია-საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა,
  • კომუნიკაცია,როგორც კომპანიის მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტი...

 

კომუნიკაციები რთული და ყველგან შემღწევი პროცესია, რომელზეც უშუალოდ არის დამოკიდებული მართვის ეფექტიანობა.კურსის გავლის შემდეგ კი თქვენ გეცოდინებათ კომუნიკაციის სახეები,რომლებსაც ჩვენ ვხვდებით დღესდღეისობით.აქედან გამომდინარე კი თქვენ ერთი  დიდი ნაბიჯი გექნებათ გადადგმული წარმატებისკენ !

 

სწავლების  მეთოდები – სწავლის მეთოდი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. კურსის თეორიული ნაწილი ემყარება ინტერაქტიული სწავლების მეთოდს.

–           ზეპირი სწავლების მეთოდი

–           წიგნზე მუშაობა

–           წერითი მეთოდები: ჩანაწერების გაკეთება, თეზისები ან ესსეები.

–           დისკუსიები და განხილვა

–           ჯგუფური აქტივობები

–           როლთა გადანაწილება და სიტუაციები

–           დემონსტრირება/ პრეზენტაციები

 

 

What You'll Learn