ზოგადი ფსიქოლოგია

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

სასწავლო კურსის მიზანი ზოგადი ფსიქოლოგიის კურსის სწავლების მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ზოგადი ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხები: ფსიქიკური პროცესები, ცნობიერების, არაცნობიერის, პიროვნებისა და ქცევის კატეგორიები; ფსიქიკური ცხოვრების ფილოგენეტური და ონტოგენეტური განვითარების პრობლემატიკა, სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები, ფსიქიკური აშლილობებისა და მათი ფსიქოლოგიური მკურნალობის ძირითადი ასპექტები. ასევე მისცეს სტუდენტს ცოდნა ფსიქოლოგიის საგნის და ამოცანის შესახებ. ასევე ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კუთხით. ფსიქიკის შემადგენელი ფსიქიკური პროცესების (აღქმა, განწყობა, ქცევისა და ა.შ.) თავისებურებების გაცნობა, სტუდენტს ჩამოუყალიბებს უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობაში, ადამიანებთან ურთიერთობის პროცესის გაიოლებაში, მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯის ნათელ ანალიზში.
კრედიტების რაოდენობა და საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად ECTS კრედიტების რაოდენობა: 5 კრედიტი -125 საათი.

დაშვების წინაპირობები წინაპირობა არა აქვს
სწავლის შედეგები დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების მიხედვით
ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
• შეუძლია საკუთარ ფსიქიკურ აქტივობაზე დაკვირვება და კონტროლი;
• გამომუშავებული აქვს სოციალური უნარ-ჩვევები;
• აქვს გარემოსთან მიმართებაში ადაპტაციის უნარი;
• აქვს ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი.
გ) დასკვნის უნარი
აქვს შესწავლილი თანამედროვე თეორიული ცოდნიდან და პრაქტიკული დაკვირვებებიდან გამომდინარე ახალი საკვლევი პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზისა და დასკვნის უნარი.
დ) კომუნიკაციის უნარი
• აქვს ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობის, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების, დასაბუთების უნარი. სოციუმთან კომუნიკაციის უნარი.

კურსის დასახელება კურსის კომპეტენციების რუკა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით
ცოდნა და გაცნობიერება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი დასკვნის გაკეთების უნარი კომუნიკაციის უნარი სწავლის უნარი ღირებულებები
ზოგადი ფსიქოლოგია X X X

სასწავლო კურსის შინაარსი
კვირა თემატიკა

I კვირა • ლექცია თემაზე: _____ (2 სთ )
თავი 1. ფსიქოლოგიის ზოგადი საფუძვლები
ლექციის ძირითადი საკითხები:
1.1. ფსიქოლოგიის მეცნიერების თავისებურებანი

  • რას შეისწავლის ფსიქოლოგია
  • ცხოვრებისეული, ხალხური და მეცნიერული ფსიქოლოგია
  • ფსიქოლოგია და სულიერი სამყაროს გაგების სხვა ფორმები
    1.2. ფსიქოლოგიის განვითარება და თანამედროვე მდგომარეობა
    1.3. ფსიქოლოგიის დარგები
  • პრაქტიკული ფსიქოლოგია სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 5-32 • ლექცია _____ (2 სთ )
    თავი 2. კვლევის მეთოდები
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. ფსიქოლოგიური კვლევის ზოგადი პრინციპები
    1.2. დაკვირვება
    საუბარი და ანკეტირება
    1.3. კორელაციური კვლევა
    1.4. ექსპერიმენტული კვლევა სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 33-55 • ლექცია _____ (2 სთ )
    თავი 3. ფსიქიკის განვითარება ფილოგენეზში
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები
    1.2. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები
    1.3. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფორმები.
    პრაქტიკული _____ ( 1 სთ )
    1.1. ფსიქოლოგიური კვლევის ზოგადი პრინციპები
    1.2. დაკვირვება
    საუბარი და ანკეტირება
    1.3. კორელაციური კვლევა
    1.4. ექსპერიმენტული კვლევა
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 56-74 • ლექცია _____ (2 სთ )
    თავი 4. ფსიქიკის ცვალებადობა ონტოგენეზში
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. ფსიქიკური ონტოგენეზის ზოგადი საკითხები
    1.2. ბავშვობა
    1.3. ზრდასრულობა
    1.4. ხანდაზმულობა
    პრაქტიკული _____ ( 1 სთ )
    1.1. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მარტივი და თანდაყოლილი ფორმები
    1.2. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის შეძენილი ფორმები
    1.3. ცხოველთა ფსიქიკური აქტივობის მაღალი ფორმები.
    სსავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 75-106
    • ლექცია _____ (2 სთ )
    თავი 5. ცნობიერების ამაღლება
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. ცნობიერების ზოგადი დახასიათება
    ცნობიერების პროცესების კლასიფიკაცია
    1.2. ცნობიერების მთავარი თავისებურებანი
    1.3. ყურადღების ძირითადი სახეები და თვისებები
    1.4. ყურადღების ფაქტორები.

1.1. ფსიქიკური ონტოგენეზის ზოგადი საკითხები
1.2. ბავშვობა
1.3. ზრდასრულობა
1.4. ხანდაზმულობა

სავალდებულო ლიტერატურა:
ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 107-122
• ლექცია _____ (2 სთ )
თავი 6. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა
ლექციის ძირითადი საკითხები:
1.1. ძილი და სიზმარი
1.2. ოცნება
1.3. ფსიქოაქტიური ნივთიერება
1.4. ჰიპნოზი
1.5. მედიტაცია

1.1. ცნობიერების ზოგადი დახასიათება
ცნობიერების პროცესების კლასიფიკაცია
1.2. ცნობიერების მთავარი თავისებურებანი
1.3. ყურადღების ძირითადი სახეები და თვისებები
1.4. ყურადღების ფაქტორები.
ს სავალდებულო ლიტერატურა:
ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 123-141

 •   ლექცია    _________________     (2 სთ  ) 

თავი 7. არაცნობიერის ფსიქოლოგია
ლექციის ძირითადი საკითხები:
1.1. არაცნობიერის გამოვლინება ჰიპნოზსა და სიზმარში
1.2. არაცნობიერი მოტივაციის გამოვლინებები
1.3. არაცნობიერი კოგნიტური პროცესები
1.4. არაცნობიერი ავტომატიზმები
1.5. არაცნობიერი დისპოზიციები.

1.1. ძილი და სიზმარი
1.2. ოცნება
1.3. ფსიქოაქტიური ნივთიერება
1.4. ჰიპნოზი
1.5. მედიტაცია
ს სავალდებულო ლიტერატურა:
ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 142-160

•   ლექცია             _________________         (2სთ)

თავი 8. პიროვნების ფსიქოლოგია
ლექციის ძირითადი საკითხები:
1.1. პიროვნების განსაზღვრება;
1.2. თანდაყოლილი და შეძენილი პიროვნებაში;
1.3. პიროვნების სტრუქტურა;

  • პიროვნების ნიშან-თვისებები
  • ხასიათი, ტემპერამენტი
  • ინტერესი, ღირებულება, ნიჭი.

1.1. არაცნობიერის გამოვლინება ჰიპნოზსა და სიზმარში
1.2. არაცნობიერი მოტივაციის გამოვლინებები
1.3. არაცნობიერი კოგნიტური პროცესები
1.4. არაცნობიერი ავტომატიზმები
1.5. არაცნობიერი დისპოზიციები.
სავალდებულო ლიტერატურა:
ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 161-192

•   ლექცია             _________________         (2სთ)

თავი 9. ქცევის ფსიქოლოგია
ლექციის ძირითადი საკითხები:
1.1. ქცევის განსაზღვრება;

  • ქცევის ზოგადი დახასიათება. 1.2. ქცევის გარეგანი სტრუქტურა ანუ ფორმა;
    • ჩვევის ფსიქოლოგია.
      1.3. ქცევის შინაგანი სტრუქტურა ანუ შინაარსი;
    • მოთხოვნილების ფსიქოლოგიური დახასიათება;
    • მოთხოვნილებათა კლასიფიკაცია;
    • კვებითი მოტივაცია და ქცევა;
    • სექსუალური მოტივაცია და ქცევა.
      1.4. ქცევის სახეები და ფორმები.

1.1. პიროვნების განსაზღვრება;
1.2. თანდაყოლილი და შეძენილი პიროვნებაში;
1.3. პიროვნების სტრუქტურა;

  • პიროვნების ნიშან-თვისებები
  • ხასიათი, ტემპერამენტი
  • ინტერესი, ღირებულება, ნიჭი.
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 193-221. • ლექცია _____ (2სთ)
    თავი 10. ემოციები.
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. ემოციური პროცესების ზოგადი დახასიათება;
  • ემოცია და სხეული
    გამომხატველობა (ექსპრესია).
    1.2. ემოციის თვისებები;
  • ემოციის სუბიექტურობა;
  • ემოციის პოლარობა და ამბივალენტობა;
  • ემოციის ინტენსივობა და ხანიერება;
  • ემოციის ექსტენსივობა და სიღრმე.
    1.3. გრძნობისა და ემოციის ძირითადი სახეები;
    • ემოცია და გრძნობა;
    • ემოციათა სახეები;
    • შფოთვა;
    • ემოციური სტრესი.

1.1. ქცევის განსაზღვრება;

  • ქცევის ზოგადი დახასიათება.
    1.2. ქცევის გარეგანი სტრუქტურა ანუ ფორმა;
    • ჩვევის ფსიქოლოგია.
      1.3. ქცევის შინაგანი სტრუქტურა ანუ შინაარსი;
    • მოთხოვნილების ფსიქოლოგიური დახასიათება;
    • მოთხოვნილებათა კლასიფიკაცია;
    • კვებითი მოტივაცია და ქცევა;
    • სექსუალური მოტივაცია და ქცევა.
      1.4. ქცევის სახეები და ფორმები.
      სავალდებულო ლიტერატურა:
      ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 222-250
    • ლექცია _____ (2სთ)
    თავი 11. შეგრძნება და აღქმა.
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. შეგრძნება
    -შეგრძნებათა ზოგადი დახასიათება;
  • შეგრძნების აღმოცენება;
  • შეგრძნების ორგანოთა მგრძნობიარება;
  • შეგრძნებათა ზოგადი თვისებები ანუ მხარეები;
  • შეგრძნებათა მოდალობების კლასიფიკაცია;
  • სენსორული პროცესები.
    1.2. შეგრძნებათა ცალკეული მოდალობები;
    1.3. აღქმა.
  • აღქმა და შეგრძნება;
  • აღქმის საგნობრიობა;
  • აღქმის კატეგორიალობა ანუ აზრიანობა;
  • აღქმის სტრუქტურული მთლიანობა;
  • აღქმის კონსტანტობა;
  • აღქმის პიროვნებისეული ხასიათი;
  • აღქმის ილუზიები;
  • სივრცისა და დროის აღქმა.

1.1. ემოციური პროცესების ზოგადი დახასიათება;

  • ემოცია და სხეული
    გამომხატველობა (ექსპრესია).
    1.2. ემოციის თვისებები;
  • ემოციის სუბიექტურობა;
  • ემოციის პოლარობა და ამბივალენტობა;
  • ემოციის ინტენსივობა და ხანიერება;
  • ემოციის ექსტენსივობა და სიღრმე.
    1.3. გრძნობისა და ემოციის ძირითადი სახეები;
    • ემოცია და გრძნობა;
    • ემოციათა სახეები;
    • შფოთვა;
    • ემოციური სტრესი.
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 251-284 • ლექცია _____ (2სთ)
    თავი 12. მეხსიერება
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. მეხსიერების ზოგადი დახასიათება;
    1.2. მეხსიერების ფორმები;
  • სენსორული მეხსიერება;
  • ხანმოკლე მეხსიერება;
  • ხანგრძლივი მეხსიერება;
  • სემანტიკური და ეპიზოდური მეხსიერება;
  • პროცედურული და დეკლარირებული მეხსიერება;
  • დასწავლა და მისი ფაქტორები;
  • მნემონიკა;
  • დასწავლის კანონზომიერებანი.
    1.3. დავიწყება;
    - დავიწყების მიმდინარეობა;
    - დავიწყების თეორიები.
    1.1. შეგრძნება
    -შეგრძნებათა ზოგადი დახასიათება;
  • შეგრძნების აღმოცენება;
  • შეგრძნების ორგანოთა მგრძნობიარება;
  • შეგრძნებათა ზოგადი თვისებები ანუ მხარეები;
  • შეგრძნებათა მოდალობების კლასიფიკაცია;
  • სენსორული პროცესები.
    1.2. შეგრძნებათა ცალკეული მოდალობები;
    1.3. აღქმა.
  • აღქმა და შეგრძნება;
  • აღქმის საგნობრიობა;
  • აღქმის კატეგორიალობა ანუ აზრიანობა;
  • აღქმის სტრუქტურული მთლიანობა;
  • აღქმის კონსტანტობა;
  • აღქმის პიროვნებისეული ხასიათი;
  • აღქმის ილუზიები;
  • სივრცისა და დროის აღქმა.
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 285-310. • ლექცია _____ (1სთ)
    თავი 13. აზროვნება, ინტელექტი, კრეატიულობა და ინტუიცია.
    1.1. აზროვნების ფსიქოლოგია
  • მიმართება ძირითად შემეცნებით ფუნქციათა შორის;
  • აზროვნების ზოგადი დახასიათება;
  • ლოგიკური აზროვნება და მისი ფორმები;
  • ლოგიკური აზროვნების ძირითადი ოპერაციები;
  • პრობლემის გადაჭრა.
    1.2. ინტელექტი
    - ინტელექტის გაზომვა.
    1.3. კრეატიულობა და ინტუიცია.

1.1. მეხსიერების ზოგადი დახასიათება;
1.2. მეხსიერების ფორმები;

  • სენსორული მეხსიერება;
  • ხანმოკლე მეხსიერება;
  • ხანგრძლივი მეხსიერება;
  • სემანტიკური და ეპიზოდური მეხსიერება;
  • პროცედურული და დეკლარირებული მეხსიერება;
  • დასწავლა და მისი ფაქტორები;
  • მნემონიკა;
  • დასწავლის კანონზომიერებანი.
    1.3. დავიწყება;
    - დავიწყების მიმდინარეობა;
    - დავიწყების თეორიები.
    პრეზენტაცია
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 311-342.
    • ლექცია _____ (2სთ)
    თავი 14. კომუნიკაცია და მეტყველება.
    თავი 15. სოციალური გავლენა.
    ლექციის ძირითადი საკითხები:
    1.1. კომუნიკაციის ზოგადი დახასიათება.
    1.2. ენა და მეტყველება;
  • მეტყველების განვითარება;
  • ენა და აზროვნება;
  • მეტყველების სახეები.
    1.3. სოციალური გავლენა. ჯგუფში მიმდინარე პროცესები;
    - ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება;
    - ლიდერობა;
    - ჯგუფის გავლენა საქმიანობის ეფექტურობაზე;
    - სოციალური სიზარმაცე.
    1.4. პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით გამოწვეული გავლენა.
    - კონფორმულობა;
    - დამთმობლობა;
    - მორჩილება.

1.1. აზროვნების ფსიქოლოგია

  • მიმართება ძირითად შემეცნებით ფუნქციათა შორის;
  • აზროვნების ზოგადი დახასიათება;
  • ლოგიკური აზროვნება და მისი ფორმები;
  • ლოგიკური აზროვნების ძირითადი ოპერაციები;
  • პრობლემის გადაჭრა.
    1.2. ინტელექტი
    - ინტელექტის გაზომვა.
    1.3. კრეატიულობა და ინტუიცია.
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 343-373. • ლექცია _____ (2სთ)
    თავი 15. სოციალური გავლენა.
    თავი 16. კლინიკური ფსიქოლოგია.
    1.1. აგრესია
  • თანდაყოლილი აგრესია;
  • შეძენილი აგრესია;
  • ტელევიზია და აგრესიული ქცევა.
    1.2. პროსოციალური ქცევა;
    1.3. კლინიკური ფსიქოლოგია;
    -ფსიქიკური აშლილობები;
    - ფსიქიკული აშლილობების ცნებალ
    - შიზოფრენია;
    - აფექტური აშლილობები;
    - შფოთვითი აშლილობები;
    - დისოციაციური აშლილობები;
    - სომატომორფული აშლილობები;
    - პიროვნების აშლილობები.

1.1. კომუნიკაციის ზოგადი დახასიათება.
1.2. ენა და მეტყველება;

  • მეტყველების განვითარება;
  • ენა და აზროვნება;
  • მეტყველების სახეები.
    1.3. სოციალური გავლენა. ჯგუფში მიმდინარე პროცესები;
    - ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება;
    - ლიდერობა;
    - ჯგუფის გავლენა საქმიანობის ეფექტურობაზე;
    - სოციალური სიზარმაცე.
    1.4. პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით გამოწვეული გავლენა.
    - კონფორმულობა;
    - დამთმობლობა;
    - მორჩილება.
    სავალდებულო ლიტერატურა:
    ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011, გვ. 374-415. დასკვნითი გამოცდა წერითი ფორმით. დასკვნით გამოცდის საკითხებში გათვალისწინებული უნდა იყოს შუალედურ გამოცდაზე გატანილი მასალის 30–40 % და VIII-XVI კვირაში გავლილი მასალის 100%. საკონტაქტო 2 საათი;

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები და მეთოდები სილაბუსის მიხედვით:

ა )დასაშვები შეფასების კომპონენტებია:
ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული და თეორიული სამუშაო და სხვა;

ბ)დასაშვები შეფასების მეთოდებია:
ტესტი,პრეზენტაცია, პრაქტიკული და თეორიული დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

სწავლების/სწავლის ფორმები და მეთოდები სწავლა-სწავლების ფორმები:
ლექცია - სტუდენტებისადმი სისტემატურად და თანმიმდევრულად სასწავლო მასალის გადაცემა, განსახილველი თემის ან რაიმე საკითხის ახსნა-განმარტება. იგი აქტიურია, როცა იღებს დიალოგის სახეს, ხოლო პასიურია მონოლოგის ფორმით; ლექციის სახეებია: ინტერაქტიული ლექცია, ლექცია-პრეზენტაცია.
პრაქტიკული მეცადინეობა - სტუდენტის ინდივიდუალური მუშაობა პრაქტიკული სახის ამოცანებზე, ან სემინარული ტიპის თემატიკაზე, სალექციო კურსის შესაბამისად;
სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა - სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კურსების წარმატებით ათვისებისათვის დახარჯული სამუშაო დროის (შრომის) რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ლიტერატურის გაცნობა-შესწავლიდან - ჯგუფურ მუშაობამდე და/ან შუალედური და ფინალური გამოცდების მომზადებისათვის.

სწავლა-სწავლების მეთოდები:
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი გულისხმობს სალექციო მასალის გადაცემას სტუდენტისათვის ვერბალური გზით, რომლის დროსაც გამოიყენება კითხვა–პასუხის, ინტერაქტიური მუშაობის, პრაქტიკული სიტუაციის მოდელირების საფუძველზე თეორიული დებულებების ახსნის მეთოდები;
ახსნა–განმარტებითი მეთოდი ეფუძნება მოცემული საკითხის ირგვლივ მსჯელობას. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
დისკუსია/დებატები ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აქტიურად გამოხატონ მიღებული ცოდნა და ინტენსიურად ჩაერთონ ჯგუფში მუშაობის პროცესში, წარმოადგინონ მომზადებული პრეზენტაციები, განახორციელონ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა;
პრეზენტაცია ითვალისწინებს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რის გამოც სტუდენტები ვალდებული არიან მოიძიონ რელევანტური მასალები წინასწარ მოცემულ საკითხებზე და წარმოადგინონ სლაიდ-შოუ. პრეზენტაციები შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
ჯგუფური მუშაობა - გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება, ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
ინდუქციური მეთოდი სწავლის პროცესში დახმარებას უწევს აზრის მსვლელობას კერძოდან (კონკრეტულისაკენ) ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
დედუქციური მეთოდი ცოდნის გადაცემის ისეთი ხერხია, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის გამომჟღავნების ლოგიკური პროცესია, ანუ ზოგადიდან კონკრეტულისაკენ პროცესის მიმდინარეობის მართვაა.
ანალიზის მეთოდის გამოყენებით სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილება კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხის მანამდე უცნობ მხარეებს. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, რაც ამარტივებს დასმული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალურ გაშუქებას.
სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების თავმოყრით მთლიანის შესახებ წარმოდგენის შექმნას. იგი ხელს უწყობს პრობლების, როგორც „მთელი“ს დანახვის უნარის განვითარებას.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა
კურსის საბოლოო შეფასების ჯამური ქულა არის 100, რომელიც მოიცავს:

ა) ტესტი შედგება 20 დახურული კითხვისგან (სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი -0).

შუალედური შეფასების 70 ქულიდან 50 ქულას სტუდენტი იღებს კურსის სწავლების შეფასების მეთოდების და შეფასების კომპონენტების გამოყენებით სილაბუსის მიხედვით .

აქტივობა - 50 ქულა (ფასდება სემესტრის განმავლობაში დისკუსია-დებატებში მონაწილეობით, ქვიზით, პრეზენტაციით და ა.შ. კურსის სპეციფიკასთან შესაბამისად) და ნაწილდება შემდეგნაირად:
ჯგუფური მუშაობა 15 ქულა - ტარდება სემესტრში 3 ჯერ, თითოეული ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით.
5 ქულა - სამუშაო ჯგუფი მოქმედებს გუნდური პრინციპით, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული დებატებში, არგუმენტირებულად ასაბუთებენ ჯგუფის პოზიციას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში, მოჰყავთ მაგალითები პრაქტიკიდან, ადეკვატურად ოპონირებენ.
4 ქულა - სამუშაო ჯგუფი მოქმედებს გუნდური პრინციპით, აქტიურად არიან ჩართული დებატებში, არგუმენტირებულად ასაბუთებენ ჯგუფის პოზიციას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში, ვერ მოჰყავთ მაგალითები პრაქტიკიდან ან ვერ ოპონირებენ სათანადოდ.
3 ქულა - სამუშაო ჯგუფი მოქმედებს გუნდური პრინციპით, აქტიურად არიან ჩართული დებატებში, არგუმენტირებულად ასაბუთებენ ჯგუფის პოზიციას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში, ვერ მოჰყავთ მაგალითები პრაქტიკიდან და ვერ ოპონირებენ სათანადოდ.
2 ქულა - სამუშაო ჯგუფი მოქმედებს გუნდური პრინციპით, ჩართულია დებატებში, არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებენ ჯგუფის პოზიციას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში.
1 ქულა - სამუშაო ჯგუფი ვერ აყალიბებს გუნდის პოზიციას, ჩართული არ არის დებატებში, არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებენ ჯგუფის პოზიციას პრობლემურ საკითხთან მიმართებაში.
0 ქულა - ჯგუფმა ვერ დააკმაყოფილა ვერცერთი ზემოთხსენებული კრიტერიუმი.

დასკვნითი გამოცდა
დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად სტუდენტს მიღებული უნდა ჰქონდეს შუალედური სემესტრული შეფასების 70 მაქსიმალური ქულიდან მინიმუმ 21 ქულა.
დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის ბოლოს და ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით. გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა და სტუდენტის მიერ დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ მაქსიმალური 30 ქულიდან მიიღებს 9 ქულას.

  • გამოცდა ტარდება - ტესტურად, წერით თეორიული საკითხები და/ან კომბინირებული ფორმით;
    წარმოდგენილი უნდა იყოს რამოდენიმე ვარიანტი, თითოეული ტესტის ვარიანტი მოიცავს 30 საკითხს. თითოეული საკითხი მოიცავს 4 კითხვას, რომელთაგან ერთია სწორი.
    1.ტესტური შეფასება
    • თითოეული სწორად შემოხაზული კითხვა ტესტში ფასდება 1 ქულით;
    • არასწორად შემოხაზული კითხვა ფასდება – 0 ქულით.
  1. წერითი გამოკითხვა
    თეორიული საკითხები
    ერთი ვარიანტი 6 თეორიული საკითხი
    თითოეული თეორიული საკითხი ფასდება მაქსიმალური 5 ქულით;
    • პასუხი სწორად არის გაცემული, სტუდენტი სწორად იყენებს ტერმინოლოგიას- 5 ქულა;

• პასუხი სწორად არის გაცემული, მცირეოდენი ხარვეზებია ტერმინოლოგიაში- 4 ქულა;
• პასუხი სწორად არის გაცემული, სტუდენტი სწორად იყენებს ტერმინოლოგიას-, მცირეოდენი ხარვეზებია ტერმინოლოგიურ გამონათქვამებში- 3 ქულა;
• პასუხი არასრულყოფილად არის გაცემული, მცირეოდენი ხარვეზებია ტერმინოლოგიურ გამონათქვამებში- 2 ქულა;
• პასუხი არასრულყოფილია, მნიშვნელოვანი ხარვეზებია ტერმინოლოგიურ გამონათქვამებში- 1ქულა;
• საკითხებზე პასუხი არ არის გაცემული -0 ქულა;

  1. კომბინირებული გამოკითხვა ტესტის 15 საკითხი 1 ქულიანი
    თეორიული 5 ქულიანი 3 საკითხი
    მაქსიმალური შეფასება 30 ქულა
  2. 0 ქულიდან 40 ქულის ჩათვლით ექვემდებარება კურსის ხელმეორედ მოსმენას (F);
  3. 41 ქულიდან 50 ქულის ჩათვლით ექვემდებარება განმეორებით გამოცდაზე გასვლას (Fx);
  4. 51 ქულა და ზევით დადებითი შეფასებაა - კრედიტი აღებულია (E, D, C, B, A)
    შეფასების სისტემა უშვებს:
    ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
    ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
    ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
    ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
    ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
    ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
    ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
    ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
    ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

გამოცდისათვის მომზადება, საშინაო დავალებების, პრეზენტაციების პრაქტიკის ანგარიშის მომზადება და სხვა.

ცნებების შესწავლა, არამედ რეალურ ან არასტანდარტულ სიტუაციებში მათი გამოყენებით სწორი და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის გამომუშავება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სტუდენტის მიერ გაცდენილი მეცადინეობები საგრძნობლად იმოქმედებს საბოლოო შეფასებაზე.
სტუდენტს შეუძლია გაუგებარი საკითხების გარშემო კითხვები დაუსვას ლექტორს, ამისათვის შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული საშუალებებიც. შესაძლებლობის შემთხვევაში ლექტორი პასუხს გასცემს სტუდენტს დაუყოვნებლივ, ხოლო აუცილებელ შემთხვევაში კი დანიშნავს დამატებით შეხვედრას.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

ა) ძირითადი ლიტერატურა 1.ირაკლი იმედაძე - „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, 2011 წ.
ბ) დამხმარე ლიტერატურა 2. დიმიტრი უზნაძე _ "ზოგადი ფსიქოლოგია", III-IV_ტომი. თბილისი, 1998 წ.

What You'll Learn