ბიდისი აკადემიაში გავიარე 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი, სამართლის მიმართულებით (იურისპრუდენცია)
აკადემიის შესახებ გავიგე ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ დავუკავშირდი მითითებულ ნომერზე და ჩავეწერე შეხვედრაზე.
ბიდისი აკადემიამ, ნამდვილად მოლოდინებს გადააჭარბა. მან მომცა იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე მე წარმომედგინა. პროფესიონალმა ლექტორებმა, ძალღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ ჩვენთვის შესაფერისი ცოდნა მოეცათ, რის გამოც, როგორც აკადემიის, ასევე ლექტორების დიდად მადლობელი ვარ.
სტაჟირება გავიარე, იურიდიული მომსახურების სააგენტო შ.პ.ს. “იმსი”ში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტაჟირების გავლის შემდეგ, იქვე კომპანიაში შემოგვთავაზეს მუშაობის დაწყება.
აკადემიამ მომცა ის ცოდნა, რა ცოდნაც მე მსურდა რომ მიმეღო. ვისაც სურს, შეისწავლოს სასურველი პროფესია და თან დასაქმდეს, მათთვის ბიდისი აკადემია, საუკეთესო შანსია. ყველას ვურჩევ, რომ ნუ დაკარგავენ დროს, აუცილებლად მივიდნენ ბიდისი აკადემიაში, აირჩიონ სასურველი კურსი და დაიწყონ სწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ კი ისინი აუცილებლად დასაქმდებიან.
ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო აკადემიის ადმისტრაციის და განსაკუთრებით აკადემიის დამფუძნებლის ქ. ნათია შათირიშვილის მისამართით..