მე თბილისში გავიარე საექთნო კურსი ქალბატონ ქეთისთან, ის არის ძალიან კარგი, მომთხოვნი და დაუზარელი პიროვნება. ბიდისი აკადემიაში ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება, რადგანაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი არის შეუდარებელი თავის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ კურსი ონლაინ გავიარე კმაყოფილი ვარ და, პირიქით, ხელს მიწყობდნენ ყველანაირად და რამოდენიმე ჯგუფშიც ვესწრებოდი ლექციებს. როგორც კი კოვიდ-ვითარება დასტაბილურდება აუცილებლად ვაპირებ სტაჟირების გავლას.