ბიზნესის ადმინისტრირება
სასწავლო კურსი-ბიზნესის ადმინისტრირება
დაშვების წინაპირობები-სასწავლო კურსს შესწავლის წინაპირობები არ გააჩნია,ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კურსის გავლა
სასწავლო კურსის მიზნები-კურსის მიზანს წარმოადგენს გააცნოს სტუდენტებს ბიზნესთან დაკავშირებული მთავარი ასპექტები. კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეიძენს ბიზნესის უპირატესობებისა და ხარვეზების ცოდნას, თუ როგორ ფუნქციონირებენ ისინი განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში, სტუდენტები ისწავლიან ასევე ბიზნესზე მოქმედ ფაქტორებს,სტრუქტურებს, ბიზნესს და მომხმარებლებს, თანამედროვე ბიზნესის მთავარ საქმიანობებს. უფრო მეტიც, კურსი ასევე განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბიზნესის დაწყების დაგეგმვა,ახალი პროდუქტის გაცნობა.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ ჯანსაღი SWOT ანალიზის გაკეთება, ბიზნეს ეთიკისა და სოციალური ვალდებულებების საჭიროების გააზრება და მრავალი სხვა ბიზნესთან დაკავშირებული თემების შესწავლა რომელიც საჭიროა თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატებული საქმიანობისთვის.
კურსის განმავლობაში სტუდენტი შეისწავლის შემდეგ საგნებს-მენეჯმნეტის საფუძვლები,მენეჯმენტის ფუნქციები,ზოგადი მენეჯმნეტი,საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა,კარიერული განვითარება,PR მენეჯმენტი,HR მენეჯმენტი,მარკეტინგი,ოფის მენეჯმენტი და ადმინისტრირება,ღონისძიებათა მენეჯმენტი,პროფესიული ორიენტაცია,პიროვნული განვითარება და აშშ.
სწავლის შედეგები-სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი ფლობს შემდეგ ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს:
ცოდნა და გაცნობიერება :
- ბიზნესის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმების ცოდნა;
- მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის თავისებურებების ცოდნა;
- მენეჯმენტის ფუნქციების ცოდნა;
- სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- წარმოების პროცესთან დაკავშირებული დეტალების ცოდნა;
- მოტივაციის თეორიების ცოდნა;
- მარკეტინგის ძირითადი ასპექტების ცოდნა.
უნარი :
- საკუთარი და პარტნიორი ბიზნეს კომპანიების ძლიერი, სუსტი მხარეების ასევე გამოწვევებისა და საშიშროებეის იდენტიფიცირების უნარი.
- ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ლიტერატურის ანალიზის უნარი;
- ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების, იდეების, პრინციპებისა და პესპექტივების გაანალიზების უნარი.
- ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაციის და მსჯელობის უნარი;
- პროფესიული (დარგობრივი) ტერმინოლოგიის კომუნიკაციაში, პრეზენტაციაში, მსჯელობასა და ანალიზში გამოყენების უნარი;
- პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
- ბიზნეს მიზნების მისაღწევად ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების გამოყენების უნარი;
- ბიზნეს გეგმის შედგენის უნარი.
სწავლების / სწავლის მეთოდები :
ლექციები :
- პრეზენტაცია
- დემონსტრირება
- ინდუქცია
- დედუქცია
- ანალიზი
- სინთეზი
- შემთხვევების შესწავლა
- ელექტრონული რესურსით სწავლება
პრაქტიკული მუშაობა :
- დემონსტრირება
- პრობლემების გადაჭრა
- ჯგუფური მუშაობა
- ინდივიდუალური მუშაობა
- ინდუქცია
- დედუქცია
- ანალიზი
სემინარები :
- პრეზენტაცია
- დისკუსია/დებატები
- გონებრივი იერიში
- ინდუქცია
- დედუქცია
- ანალიზი
- სინთეზი
- ელექტრონული რესურსით სწავლება
დამოუკიდებელი მუშაობა :
- წიგნზე მუშაობა
- ანალიზი
- სინთეზი
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა
- შემთხვევების შესწავლა
- პრეზენტაციის მომზადება
- საშიანო დავალების შესრულება
- ელექტრონული რესურსით სწავლა