მე დიდი ხანია ემიგრაციაში ვიმყოფები, ბავშვობიდან ოცნებად მქონდა რომ სამედიცინო სფეროს მიმართულებით წავსულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში, თუნდაც გამოჯანმრთელებაში. თუმცა ბევრმა ფაქტორმა მომახვედრა სხვა ქვეყანაში და თითქოს ჩავიქნიე კიდეც ხელი ჩემ ოცნებაზე. თუმცა, შემთხვევით, ინტერნეტის საშუალებით აღმოვაჩინე ბიდისი აკადემია, რომელსაც ემიგრანტებისთვის სასწავლო პროგრამა აქვს შემუშავებული და, ჩემს ირგვლივ, ბევრ ემიგრანტს უსწავლია ამ აკადემიაში და შემდეგ სამსახური დაუწყიათ.
ჩემთვის, პირადად, დიდი სიხარული იყო, როდესაც ბიდისი აკადემიას დავუკავშირდი და გავიგე, რომ საზღვარგარეთ, ონლაინ შემეძლო გამევლო კურსები. მომწონს სწავლის მეთოდი, რომელიც დანერგილია ბიდისი აკადემიაში. საექთნო საქმის კურსებს გავდივარ და ბავშვობის ოცნებას ვისრულებ და ეს ქ-ნ ქეთის, ჩემი პედაგოგის და ბიდისი აკადემიის დამსახურებაა. ამ პროფესიით უკვე ვმუშაობ ბერძნების საავადმყოფოებში ოფიციალურად. როცა დიპლომს ავიღებ კი, ერთ დიდ სამადლობელ ტექსტს დავწერ, აუცილებლად.
როგორც ემიგრანტი დიდ მადლობას გეტყვით იმისათვის, რომ საშუალება გვეძლევა ჩვენ, ემიგრანტებმაც მივიღოთ სრულყოფილი განათლება, მივიღოთ ცოდნა, დავსაქმდეთ და ჩვენ საყვარელ პროფესიას დავეუფლოთ. – თეა, ემიგრანტი საბერძნეთიდან