You are currently viewing ბიდისი  აკადემიის  კურსდამთავრებულები აკადემიისა და განათლების შესახებ

ბიდისი აკადემიის კურსდამთავრებულები აკადემიისა და განათლების შესახებ

ბიდისი  აკადემია  საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს და განათლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი ნათია შათირიშვილია, რომელიც აკადემიაში მისულ ადამიანებს, შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი თავი და შეისწავლონ მათთვის სასურველი პროფესია მაქსიმალურად ხარისხიანად და მოკლე დროში. რაც მთავარია, ბიდისი სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველ ქალაქში მიიღონ განათლება. აკადემიას ფილიალები: ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისსა და თელავში აქვს განთავსებული.

აკადემიამ მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა და ბევრ ადამიანს გაუხსნა გზა სასურველი პროფესიისკენ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც საზღვრებს გარეთ იმყოფებიან და მათ ოცნება რეალობად აქციეს. სწავლის შესაძლებლობა ამ აკადემიაში ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების მქონე ადამიანს აქვს. რაზეც მეტყველებს, მათი მოსაზრებები აკადემიის შესახებ.

ერთ-ერთი ემიგრანტი კურსდამთავრებული, ირინა ქორთიევი გვიზიარებს, რომ ბიდისიმ შეძლო მისი და სხვა ემიგრანტების ოცნების ოცნების ასრულება. ის მადლობას უხდის დირექტორსა და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეისწავლოს 35-მდე სასწავლო პროგრამა, გახდეს სერთიფიცირებული და მოთხოვნადი კადრი მისთვის სასურველ პოზიციაზე. „მადლობა საერთაშორისო განათლების აკადემიას ბიდისის! ნათია შათირიშვილს, რომ მოგვცა საშუალება ემიგრანტებს მიგვეღო განათლება სასურველ სპეციალობაზე“ – წერს ირინა ქორთიევი. აკადემიაში არის, როგორც ონლაინ (მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე), ასევე აუდიტორული სწავლება, სრული რეგულაციების დაცვით.

სტუდენტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ბიდისიში სწავლების შემდეგ ისინი მალევე დასაქმდნენ სხვადასხვა მიმართულებებით კომპანიებში. ბევრი წერს, რომ ბიდისი ნამდვილი აღმოჩენაა და სწავლით დაინტერესებულ პირებს ურჩევენ, აირჩიონ ეს გზა, რომელიც ორიენტირებულია განათლების მაღალ ხარისხზე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიდისი მსურველებს სთავაზობს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სასერთიფიკატო და სადიპლომო 35-მდე სასწავლო პროგრამას. აკადემიაში ლექცია-ტრენინგებს მაღალ კვალიფიციური პედაგოგები ატარებენ, რაც ნამდვილად აისახება ცოდნის ხარისხზე. სწავლის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს  შესაძლებლობა აქვს, სტაჟირება გაიაროს მისთვის სასურველ კომპანიაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აკადემია ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე და მის სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს ვაკანსიებს. სწორედ ამიტომ, აკადემიას საკმაოდ ბევრი დასაქმებული ჰყავს. ბიდისი ზრუნავს განვითარებულ და განათლებულ საზოგადოებაზე, რაზეც მეტყველებს აკადემიის მრავალწლიანი გამოცდილება და კურსდამთავრებულების წარმატება.

აკადემიაში უკვე გამოცხადდა მსმენელთა მიღება, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბიდისი  აკადემიის ოფიციალურ ვებ- გვერდს: https://bdc-academy.ge/