You are currently viewing “ქართული ბრენდის დღეზე” ბიდისი აკადემია დაჯილდოვდა ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა”

“ქართული ბრენდის დღეზე” ბიდისი აკადემია დაჯილდოვდა ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა”

გუშინ, 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა „ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოვების ღონისძიება.

„ქართული ბრენდის დღე“ ქართულ ბაზარზე არსებულ წარმატებულ ნაციონალურ ბრენდებს გამოავლენს და წარმოაჩენს.

,,ქართული ბრენდის დღე“ ნაციონალურ ბრენდებს ავლენს  7 განსხვავებულ ნომინაციაშიესენია: „ლიდერი“, „რეპუტაცია და ნდობა“, „წარმატებული ახალი ბრენდი“, „წარმატებული ტელეპროექტი“, „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“, „წარმატებული ინვესტიცია“ და „ბრენდ-პერსონა“.

ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ დაჯილდოვდა საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ და მისი დამფუძნებელი ნათია შათირიშვილი.

„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე ბიდისი აკადემია წარადგინეს ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“. ძალიან სასიამოვნოა აკადემიის კიდევ ერთი აღიარება და ჯილდო და მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს“- განაცხადა ქალბატონმა ნათიამ და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ უკვე 17 წელია, რაც საქმიანობს საგანმანათლებლო ბაზარზე.

ამ დროის განმავლობაში აკადემიამ შეძლო ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება და დღეს იგი ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს ამ სფეროში. რასაც მისი აღიარება და მოპოვებული ჯილდოები ადასტურებს. აკადემიას წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს დასაქმებული იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი თანამშრომელი.

„ბიდისი“ ორიენტირებულია სერტიფიცირებული და პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაზე, შემდეგ კი მათი დასაქმების უზრუნველყოფაზე. აკადემიას აქვს ერთი სათავო სასწავლო ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში.

„ბიდისი“ მსმენელებს 35-მდე სასწავლო პროგრამას სთავაზობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, კონდიტერია, ბუღალტერია, მენეჯმენტი, კულინარია, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, საბანკო საქმე, ბიზნესადმინისტრირება, ოფის-მენეჯერი, უცხო ენები და ა.შ. აკადემიაში ტრენინგებს აკადემიის მიერ მოწვეული კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან.