საბერძნენთში მცხოვრები ქართული სახლის დამფუძნებელი დარეჯან ღამბაშიზე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აქვეეყნებს ინფორმაციას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
პროფესიული სპეციალობების გარანტი ნათია შათირიშვილი -პერსონა 2017 დაჯილდოვდა.
ქალბატონი ნათია შათირიშვილი რამდენიმე წელია უძღვება საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ს
რომლის მიზანია,ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის პროფესიულად ჩამოყალიბების პროცესებს.ქალბატონი ნათია შათირიშვილი 25-26 დეკემბერს დაჯილდოვდა განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პერსონა 2017, ხოლო როგორც ხელოვნების ქომაგი გადაეცა დიპლომი.
პროფესულ აკადემია ში, თითქმის ყველა სპეციალობის პაკეტებია შემუშავებული ,ასევე ქალბატონი ნათია ზრუნავს მსმენელების დასაქმებაზეც. 2017 წლის აგვისტოში“ ქართულ სახლსა“ და საერთაშორისო განათლების ცენტრს შორის გაფორმდა მემორ
ანდუმი,რის შედეგადაც ქალბატონი ნათია შათირიშვილი სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებს შეღავათიან სასპეციალო პაკეტს შესთავაზებს,რათა ემიგრანტს სურვილის შეთხვევაში ქონდეს შესაძლებლობა,შეისწავლოს პროფესია.
ასევე ქართულ სახლში ჩაატარებენ 2 კვირიან კურსს ემიგრანტების, მიერ შერჩეული სპეციალობების მიხედვით.“ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრმა“ ქალბატონი ნათია ცენტრის გენერალურ მდივნად აირჩია.ვულოცავთ ქალბატონ ნათიას ღირსეულ გამარჯვებას და ჯილდოებს, ჩვენი ახალგაზრდობისა და ემიგრანტებთან გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის.