ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა ბიდისი აკადემიასა და კომპანია გეფას შორის. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ფარმაციის პროგრამის სწავლით დაინტერესებული პირებისათვის, რომ მათ შეძლონ ბიდისი აკადემიაში სწავლა და გეფას ქსელში შემავალ აფთიაქებში სტაჟირების გავლა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
მემორანდუმის ძირითადი პრინციპია ბიდისი აკადემიამ უზრუნველყოს გეფასგან მიღებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალის მიხედვით ამ უკანასკნელისთვის შესაბამისი კანდიდატების წარდგენა, ხოლო „გეფა“ უფლებამოსილია მოახდინოს მის მიერ შერჩეული კანდიდატების განხილვა, დასაქმებაზე, შემდეგ საკონკურსო ეტაპის გავლა.
ბიდისი აკადემია მუდმივად ზრუნავს კურსდამთავრებული მსმენელების სტაჟირებისა და დასაქმების ახალი და უფრო ნაყოფიერი გზების პოვნაზე.