დღეს, საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” და ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზანად ისახავს „ბიდისი“ აკადემიის სტუდენტებისათვის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მსმენელების კარიერულ განვითარებას, მემორანდუმის ფარგლებში ასევე აკადემიიის მსმენელებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაემგზავრონ საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: პოლონეთი, ჩეხეთი, ლიტვია და ლიეტუვა. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები სრულად იქნებიან დაფინსებულები და მათი ცხოვრება საზღვარგარეთ იქნება უზრუნველყოფილი, სტუდენტები ასევე მიიღებენ სახარჯო და საჭმლის ფულს. საზარგარეთ პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ინგლისურენოვან საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც აღიარებულია ყველა ქვეყანაში, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მონაწილეს დაეხმარება მარტივად დასაქმდეს და შეიცნოს საკუთარი პროფესია. „ბიდისის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია მსმენლებს მისცეს შესაძლებლობა მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკულ საქმინობაში, სწორედ ამიტომ, აკადემია მსმენელებს ასევე მემორანდუმის საფუძველზე პროფესიონალ ტრენერებთან ერთად სთავაზობს სპეციალურ ტრენინგ-სემინარებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი როგორც მომავალი პროფესიონალების კარიერულ განვითარებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგები რეზიმეს შედგენის მეთოდიკაზე და სხვა იმ საჭირო უნარჩვევების განვითარებაზე რომლიც იქნება ორიენტირებული მათი, როგორც კონკურენტუნარიანი კადრის ჩამოყალიბებაზე. სტუდენტები საერთაშორიოს გამოცდილების მქონე სპიკერებთან გაივლიან სემინარებს რომლებიც შეეხება გასაუბრების ტექნიკებს და გამოწვევებს.
„ბიდისი“ კვლავ განაგრძობს საკუთარი მსმენელებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათ პროფესიულ განვითარებას, აკადემია უკვე 15 წელზე მეტია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის პროგრამებს და თანამშრომლობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებთან, როგორებიცაა: იტალია, გერმანია, ისრაელი და კანდა.