You are currently viewing საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ – ს ქუთაისის ფილიალში წარმატებით ჩატარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი!

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ – ს ქუთაისის ფილიალში წარმატებით ჩატარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი!

📅 საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ – ს ქუთაისის ფილიალში 19 ივლისს წარმატებით ჩატარდა „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ მასტერკლასი, რომელსაც წარუძღვა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სფეროს გამოცდილი სპეციალისტი და „ბიდისი“ აკადემიის მენტორი — ლუკა გედევანიშვილი.

📚 ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სიმულაციებს, რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით.
💡 მასტერკლასის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი თემები:
🔹 სისხლდენის მართვა;
🔹 დახრჩობის პრევენცია;
🔹 გულ-ფილტვის რეანიმაცია;
🔹 ჭრილობების, დამწვრობების და პირველადი ტრავმების მართვა;
🔹 უცხო სხეულის ამოღების ტექნიკები, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.
👥 პროცესი წარიმართა ინტერაქტიულად — მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოიყენეს სწორი ტექნიკები და შეიძინეს უნარები, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლის გადარჩენაში გადამწყვეტი იყოს.
🎯 მასტერკლასის მთავარი მიზანი იყო — გავზარდოთ მოქალაქეთა ინფორმირებულობა და მზაობა რეაგირებისთვის.
🙏 მადლობა თითოეულ მონაწილეს და ჩვენს სტუმრებს ჩართულობისა და ენთუზიაზმისთვის! 💙