You are currently viewing საერთასორისო  განათლებსი აკადემია ბიდისი  აგრძელებს   მსმენელთა   შეხვედრას  დამსაქმებელთან

საერთასორისო განათლებსი აკადემია ბიდისი აგრძელებს მსმენელთა შეხვედრას დამსაქმებელთან

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს ბიდისი აკადემიის  საკონდიტრო და კულინარიის კურსების მსმენელები შეხვდნენ დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენელს.

კომპანია „დეგუსტო“-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ბატონმა სანდრო ნორაკიძემ „ბიდისი აკადემიის“ მსმენელებს დასაქმების საკმაოდ კარგი პირობები შესთავაზა. გარდა იმისა, რომ გრაფიკი სწავლასთან მორგებული იქნება, ანაზღაურებაც საკმაოდ კარგია და პლიუს, რაც ყველაზე დასაფასებელია, „დეგუსტო“ მათგან ერთწლიანი მუშაობის პირობის სანაცვლოდ, გარდა ხელფასისა, მსმენელებს უფინანსებს „ბიდისი აკადემიაში“ სწავლის საფასურის 30%-ს.

„დეგუსტო“ თბილისში 14 კაფეტერია-რესტორნით არის წარმოდგენილი, რაც გარანტია იმისა, რომ რომ ყოველ დასაქმებულ ბიდისელს მაქსიმალურად საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე ლოკაციაზე გაანაწილებენ.

ბიდისი აკადემია ყოველთვის ზრუნავს საკუთარი მსმენელების დასაქმებაზე, გარდა იმისა, რომ მათ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამის განათლებას აძლევს, თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ დამსაქმებელ კომპანიასთან, რომლებშიც გზავნის საკუთარ კურსდამთავრებულებს  სტაჟირების და შემდეგომი დასაქმების პერსპექტივით.

„ბიდისი აკადემიას“ არსებობის 17 წლის მანძილზე უამრავი მსმენელი ჰყავს დასაქმებული. აკადემია აქტიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას საკუთარ მსმენელებს შემოსული ვაკანსიების შესახებ და ასევე აორგანიზებს მსმენელთა შეხვედრას დამსაქმებლებთან.

ბიდისი აკადემიის დირექტორი, ნათია შათირიშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი, ხარისხიანი განათლების მიცემასთან ერთად, არის აკადემიის მსმენელების პროფესიის შესაბამისად დასაქმება:

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კადრები პასუხობდნენ თანამედროვე დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენი მსმენელები ნამდვილად არიან კონკურენტუნარიანი და გამორჩეულად მომზადებული კადრები, რასაც ადასტურებს ის, რომ  გასაუბრებების შედეგად უამრავი მათგანი იწყებს სამსახურს საკმაოდ კარგი პირობებით. გვახარებს ის ფაქტი, რომ ბიდისი აკადემიას შეაქვს საკუთარი საკმაოდ დიდი წვლილი დასაქმებაში და ამისთვის გვინდა, მადლობა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც სიამოვნებით იღებენ ჩვენთან მომზადებულ კადრებს და პრაქტიკაში რწმუნდებიან, რომ ჩვენ მათ ნამდვილ პროფესიონალებად ვაყალიბებთ.“

ბიდისი  აკადემია ხუთ  ფილიალში  თბილისი,გორი,ქუთაისი,ბათუმი ,თელავი აგრძელებს არაფორმაური განათლების მსურველთა უგამცდო მიღებას  სადაც მსმენლები ყველაზე მოთხოვნად  და დასაქმებად პროფესიებს შეიძენენ.