აკადემია წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან დღემდე.
აკადემიამ თბილისის შემდეგ გორის მოსახლეობისთვისაც გახსნა კიდევ ერთი ფილიალი.
რომლის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ტრეინინგ ცენტრის სახით რომელიც ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან , არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.
აკადემიის მიზანია თითოეული მსმენელის ინტელექტუალური, კულტურულ, შრომითი და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას არა მარტო სპეციალისტებად, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას -გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი. დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად.აკადემიის ძირითადი ამოცანებია საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება. საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; მაღალ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მოწვეული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისაგან შემდგარი გუნდის შექმნა ; აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით; აკადემიის თანამშრომელთა ( როგორც ადმინისტრაციის , ასევე აკადემიური, მოწვეული პროფესიონალისა და მოწვეული ლექტორების ) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
ზოგად საკაცობრიო ღირებულებების დანერგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში; სწავლებისა და არზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა; აკადემიის მსმენელების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა; შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა. მსმენელთა და პოტენციურ დასაქმებულთა ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შსაბამისი ღონისძიებების გატარება; სხვა და სხვა ტიპის სასწავლო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება; აკადემიის მსმენებისათვის მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემწყობი სხვა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა .
აკადემიაში ტრენინგები გამიზნულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. ამიტომ, ტრენინგის უმეტესი ნაწილი ეთმობა სხვა და სხვა „ქეისების“განხილვასა და ანალიზს, პროექტების მომზადებას განვლილი მასალის მიხედვით და მის პრეზენტირებას. შედეგად თითოეული მონაწილე თეორიულ მასალასთან ერთად ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მის მიერ არჩეული თემის გარშემო.
აკადემიის მიერ მოწვეული ტრენერები არიან პრაქტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვა და სხვა წამყვანი კომპანიების ტოპ-მენჯემნტსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. აკადემიის გორის ფილიალში მომხმარებლები არიან, როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, რომელთაც სურთ თავიანთი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლება. ტრენინგ-ცენტრში ტრენინგები იგეგმება, როგორც ინდივიდუალურ პირთათვის, ასევე ბიზნეს კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, მათი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ამოცანების შესაბამისად.
მსმენლეს შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლოს შემდეგი სახის პროფესიები და მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატები როგორიც არის;
ფარმაცია, სტაჟირება პსპ, აფთიაქი. იბერია + , წითელი ა. 36+ ლ) .
ბუღალტერია (სტაჟირება საბუღალტრო ორგანიზაციებში).
საექთონო საქმე , პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ((სტაჟირება ავერსის კლინიკაში) გორმედი, კლინიკა ნიუმედი.
ტურიზმი, სტაჟირება სხვა დასხვა ტურისტულ კომპანიებში,
კულინარია, სტაჟირება რესტორნებში.
სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგია.
მასაჟის, ვიზაჟი,სტილისტი, კურსი,
საბანკო საქმე ( სტაჟირება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში)
ჟურნალისტიკა ( სტაჟირება ტელევიზიებსა და ჟურნალ გაზეთებში).
ოფისის მენჯმენტის მართვა ადმინისტრირება ( ორგანიზაციებში სტაჟრება)
გაყიდვები, მარკეტინგის მენეჯმენტი,
ფსიქოლოგია,იურისტთა საკვალიფიკაცია კურსი,
ინგლისური ენა, გერმანული, რუსული.ჯავა ,
საოფისე პროგრამები, ქსელები, აიტი ინიჟინერია, ა. შ.
ასეევ წარმატებულ კურს დამთავრებულ მსმენელესბ შესაძლებლობას აძლევს აკადემია სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ არსებულ ცნობად სასწავლებლებში.
აღსანიშნავია რომ მაქსიმალურ ხელშეწყობას პირდება აკადემია სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობაში სოციალურად დაუცველ პირებსა და დევნილებს, რათა მათ შესძლონ მიიღონ სასურველი განათლება. წარმატებულმა სტუდენტებმა შესაძლოა მიიღონ დასაქმების შეთავაზება სტაჟირების პროგრამაში ჩართული რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან. მსურველთა მოთხოვნის გათვალისწინებით აკადემია მიღებას გააგრძელებს ზაფხულის განმავლობაშიც.როგორც აკადემიის დირექტორი ნათია შათირიშვილი აცხადებს, მათი მიზანია, აკადემიაში სწავლა რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ სწავლის ფასი მაღალი არ არის.
რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი, სტაჟირების დამადასტურებელი ცნობა და სარეკომენდაციო წერილი .
დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მოგვმართონ.