You are currently viewing პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

“ბი დი სი აკადემია” თბილისში, ქუთაისში, გორსა და უკვე თელავში გთავაზობთ ერთწლიან, ექვს თვიან და სამ თვიან სასწავლო პროფესიულ დულუარულ პროგრამებს ყოველგარი გამოცდების გარეშე, მხოლოდ რეგისტრაციის და ტესტირების საფუძველზე.

აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას თანამედროვე სტანდარტების არაფორმალური განათლების პროვაიდერი დაწესებულება, რომელიც ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთანაც.

ვინც მიიღეთ საშუალო განათლება და არ აპირებთ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში, მაშინ ეს შესაძლებლობა მოგცემთ, დიწყოთ სამსახური და მოიწყოთ კარიერა. 

,,ბი დი სი’’ აკადემია მაქსიმალურად ამომწურავ ცოდნას აძლევს დაინტერესებულ პირებს, რაშიც ხელს უწყობს პრაქტიკოსი ტრენერების მუშაობა.

მოკლევადიანი ტრეინინგის პრიორიტეტია, მინიმალურ დროში მაქსიმალურად საჭირო და გამოყენებადი განათლება მიიღოს მსმენელმა. ცენტრის მსმენელები სტაჟირებას გადიან ბანკებში, აფთიაქებში, კლინიკებში, სამაუწყებლო და ბეჭდვით მედიაში, სხვადასხვა სპეციფიკურ ორგანიზაციებში და იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს. ცენტრი ეხმარება წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებაში, რაც მიღებულ განათლებასთან ერთად აკადემიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს.


აკადემიის პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მეთოდებზე დაყრდნობილი თეორიული და პრაქტიკული სწავლებაა, რომელიც მაქსიმაულურად მორგებულია შესაბამისი პროფესიული საქმიანობის თანამედროვე ბაზარს.

აკადემია ახორციელებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან სასერთიფიკატო და და სიდიპლომო პროგრამებს, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრაკტიკოსი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ტრენერები. აკადემია გაცვლით სასწავლო პროგრამებს უფასო და ფასიანი სტაჟირების მიზნით, ახორციელებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა, გერმანია, ისრაელი, იტალია, კანადა, პოლონეთი.

აკადემია ახორციელებს შემდეგი სახის სასერთიფიკატო პროგრამებს: კულინარია, საკონდიტორო, ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფარმაცია, საექთნო საქმე, კოსმეტოლგია, სკოლამდელი აღზრდა, ჟურნალისტიკა და სხვა.

მიღება მიმდინარეობს რეგისტრაციის საფუძველზე.