პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით-საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“, “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და “მარიგოლდის” ორგანიზებით №5 (ქალთა) დაწესებულებაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა მსჯავრდებულებმა „მარიგოლდის“ სადღესასწაულო კაბები მოირგეს.
№5 (ქალთა) დაწესებულებაში, წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში მოდების ჩვენება მოეწყო.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტიც, შესრულდა მუსიკალური ნომრები.
მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.
წინასაახალწლო ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩატარდება.
ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე თითოეული პირს!