You are currently viewing მსჯავრდებულ ქალებს ბიდისი აკადემიამ სერტიფიკატები გადასცა

მსჯავრდებულ ქალებს ბიდისი აკადემიამ სერტიფიკატები გადასცა

პენიტენციურ დაწესებულებებში პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების გავლისთვის მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საგანმანათლებლო და პროფესიულ კურსებში ჩართული მსჯავრდებულები სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან, მათ დაწესებულებაში შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები მსჯავრდებულებს დაწესებულების დატოვების შემდგომ დასაქმებაში ეხმარებათ.

პენიტენციურ დაწესებულებებში საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამებისთვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რომელიც საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

მის განხორციელებას საერთაშორისო განათლების  აკადემია  ბიდისი  და ლიდერ ქალთა  საზოგადოება  უზრუნველყოფდნენ.მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

პროფესიის  შესწავლა საშუალებას აძლევს ქალ პატიმრებს დაგეგმონ მომავალი, სადაც მათ შეუძლიათ პოზიტიური წვლილი შეიტანონ და იყვნენ საზოგადოების პროდუქტიული წევრები.

პატიმარ ქალთა  მოთხოვნით აღნიშნული გადასამზადებელი კურსები  გრძელდება – განაცხადა   ბიდისი აკადემიის  დირექტორმა ნათია  შათირიშვილმა.