“ლიდერ ქალთა საზოგადოების” გუნდს “ბიდისი აკადემიის” ორგანიზებით სიღნაღში ჩაუტარდა გასვლითი ტრენინგი, რომლის მთავარი მიზანიც შიდა კომუნიკაციების გაძლიერება და ცნობადობის გაზრდა იყო.
ტრეინინგი პიარ ტექნოლოგმა, პროფესორმა ლალი მოროშკინამ ჩაატარა.
ტრენინგის მონაწილეების აზრით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, რაც საბოლოოდ აუცილებლად აისახება გუნდის პროდუქტიულობასა და გუნდის წევრების მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებაზე.
გასვლითმა ტრეინინგმა ლიდერი ქალბატონები ერთმანეთს კიდევ უფრო დააახლოვა.
შეხვედრის დასასრულს მათ “ბიდისი აკადემიამ” სერთიფიკატები გადასცა.