You are currently viewing ლიდერ ქალთა საზოგადოება ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

ლიდერ ქალთა საზოგადოება ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის 24-28 თებერვალს, ლიდერ ქალთა საზოგადოება და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

შეხვედრა ვენაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  ლიდერ ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ორივე მხარის მიერ განხილული იქნა, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა, ქალთა როლის გაძლიერებაში, ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ამ სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, დაადასტურეს თავისი ურყევი მხარდაჭერა ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზაციის მიმართ და ავსტრიაში საქართველოს საპატიო კონსულის თანაჩართულობით, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს: ქ/ნ  ქეთევან ციხელაშვილს და საელჩოს სრულ წარმომადგენლობას გულთბილი და ნაყოფიერი მიღებისთვის.