ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრთა შეხვედრა მოიცავდა ნომინაციაზე წარდგენილი ქალბატონებისათვის სემინარს
თემაზე: როგორ ვმართოთ ბიზნესი, რა არის საჭირო იმისათვის , რომ ვიყოთ წარმატებულნი, მზარდი საქმიანობაში, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია თანამშრომლბთან,
ქალის როლი სოციალური მართვის საკითხებში, სემინარს პიარტექნოლოგი პროფესორი, ლალი მოროშკინა უძღვებოდა.
საკმაოდ მოცულობითი და საინტერსო შეხვედრა ასევე მოიცავდა “ლიდერ ქალთა საზოგადოების” მნიშვნელობის არსს მისი შექმნის იდეას საფუძვლებს .
შეხვედრაზე წარმოდგენილ” ლიდერ ქალთა საზოგადოების” თითოეულმა წევრმა საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ლიდერმა ისაუბრა საკუთარი საქმიანობის სფეროს შესახებ .
ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით მოწვეულნი გახლდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ქალბატონები, საუბარი შეეხებოდა ქალთა როლს ძალოვან უწყებაში.
ღონისძიების დასასრულს ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა “ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებელმა, დირექტორმა გაგვაცნო ამა წლის 17 აპრილს დაგეგმილი დაჯილდოების ღონისძიების გეგმა და ისაუბრა საზოგადოების განვითარების მისი მნიშვნელობის საკითხებზე, იმაზე თუ როლი აკისრია ქალს, როგორც ლიდერს როგორ უნდა განვითარდეს ლიდერ ქალთა საზოგადოება, რა სახის სარგებლის მოტანა შეუძლია მას ყოველი ჩვენგანისათვის ,რა ტიპის როლი შეუძლია შეასრულოს ლიდერ ქალთა საზოგადოებამ სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.