You are currently viewing ლიდერ ქალთა დაჯილდოება ,,ჰილტონ გარდენში”

ლიდერ ქალთა დაჯილდოება ,,ჰილტონ გარდენში”

17 აპრილს, ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ,,ჰილტონ გარდენში” წარმატებული ბიზნესმენი ქალები დააჯილდოვა. ასევე დაჯილდოვდნენ პოლიციელები, სამხედროები, ექიმები, მედიკოსები, ჟურნალისტები. 
ეს გახლდათ მცდელობა, საქართველოში შეიქმნას ქალთა ბიზნესფორუმი და პლატფორმა, რომელიც  იმუშავებს ამიერკავკასიის მასშტაბით.

ამ ღონისძიების ინიციატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” 2015 წელს დაფუძნდა, დღეს იგი 10 000-მდე წევრს აერთიანებს. 
ლიდერ ქალთა დაჯილდოება ერთგვარი სტიმულია და მზადება უდიდესი მიზნისკენ – ამიერკავკასიის ქალთა ფორუმის შექმნისკენ.

ფორუმის დამფუძნებლები არიან პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა და ბიდისი აკადემიის რექტორი
ნათია შათირიშვილი.