საქართველო კორონა ვირუსისგან გამოწვეულ ეპიდემიას ებრძვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებს მთავრობისგან მიეცათ რეკომენდაცია ონლაინ სწავლების მეთოდზე გადასულიყვნენ დროებით, რომელთა შორისაც გახლავთ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი. რეალინფო დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, რამდენად მისაღებია ის ლექტორებისთვის და მოსწავლეებისთვის ამის შესახებ აკადემიის დირექტორი ნათია შათირიშვილი გვესაუბრება.
ნათია შათირიშვილი: ,,არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე , აუცილებელიც იყო ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და ინფექციის გასავრცელებლად სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება ან სხვა ფორმატში გადატანა, ვფიქრობ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპირტის სამინისტრომ ადექვატური ნაბიჯი გადადგა იმის მხრივ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდა დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადასვლისკენ. მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სასერთიფიკატო კურსი სადაც ერთდროულად მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ამ კურსებისთვის ცოტა არ იყოს რთულია დისტანციური სწავლების ონლაინ ფორმატი. ამოტომ შეჩერებული გვაქვს ამ ტიპის კურსები, თუმცა აკადემიის ადმინისტრაციას უკვე შემუშავებული აქვს სპეციალური მოდული რადგან არ ოპტიმალურ დროში მოხდეს გცდენილი სასწავლო საათების ანაზღაურება”
გაქვთ პროგრამები რომლებზეც ონლაინ სწავლება მიმდინარეობს?
ჩვენ დისტანციურ ტრენინგებს ისედაც ვუტარებდით ჩვენს კურსანტებს თვეში ორჯერ, ამიტომ ამის გმოცდილება მეტნაკლებად გვაქვს, რა თქმა უნდა არის რამოდენიმე პროგრამა, რომელზეც ონლაინ სწავლება მიმდინაეობს, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ლექტორისა და მოსწავლის პირდაპირ კონნტაქტს სალექციო კურსის სახით სწავლების პერიოდში ანალოგი არ აქვს. არის ბევრი დეტალები რაც სწავლების დონის ხარისხზე მოქმედებს ონლაინ ლექციების დროს.
როგორ ფიქრობთ , რა იქნება საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდგომ?
მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩვენს მავრობას, ექიმებს იმისთვის, რომ ისინი უხილავ მტერს ებრძვიან და დგანან ჩვენი ჯამრთელობის სადარაჯოზე, რაც შეეხება შეკითხვას რა იქნება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ , ჩვენ გვაქვს რესურსი როგორც ტექნიკური მატერიალური ასევე ინტელექტუალური, რომ სწრაფად დავდგეღ ჩვეულ რელსებზე და გავაგრძელოთ ჩვეული რიტმით საგანმანათლებლო საქმიანობა გავცეთ განათლება და ჩვნ მსმენელებს დავეხმაროთ დასაქმებაში. გეტყვით, რომ აკადემიას ისედაც ქონდა სხვადასხვა სახის ფასდაკლებები საგანმანათლებლო კურსებზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უფრო აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ ამკუხით , რადგან გვესმის და ვიაზრებთ არსებულ მდგომარეობას და გვსურს ხელი შევუწყოთ საზოგადოებას ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას მიიღოს ეს განათლება დაუბრკოლებლად.
თბილისი, დ.აღმაშენებელის #172,
გორი, გარსევანიშვილის #3,
ქუთაისი, 9 აპრილის #2
bdc.academy@gmail.com
BDC-Academy.ge
+995 593 25 25 08
+995 593 00 06 84
ესაუბრა ბარბარე შათირიშვილი.