ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს 1600-მა მოქალაქემ მაშავის კურსები სხვდასხვა მიმართულებით გაიარა როგორიც არის: სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა, განათლება, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მუშაობა, ჯანდაცვის სფერო, ქალთა უფლებების გაძლიერება და სხვა. სწორედ MASHAV-ის კურსდამთავრებულების უმრავლესობა დღეს სხვდასხვა პოზიციას იკავებს ქართულ საზოგადოებაში.
„MASHAV-ის კურსდამთავრებულთა წვეულება კი წელს განსაკუთრებულ თარიღს, ისრაელსა და საქართველოს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო თარიღს ემთხვევა. ღონისძიებაზე იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ ხნის მანძილზე სწორედ MASHAV-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა.მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბი“ , სადაც პროგრამის კურსდამთავრებულები კოლექტიურ ცოდნას, კავშირებსა და გამოცდილებას იყენებენ, რათა გრანტები მოიპოვონ და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ საქართველოში, რომლებიც მათ თემსა და რეგიონს პირდაპირ სარგებელს და პოპულარიზაციას მოუტანს. MASHAV-ის პროგრამები ასევე ორიენტირებულია სხვადასხვა სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე.
ღონისძიებას სტუმრები სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ მათ შორის საერთაშორისო აკადემია ,,ბიდისის“ რექტორი, შალომ კლუბის ვიცე პრეზიდენტი ნათია შათირიშვილი,
,, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო მრავალი წელია სხვადსხვა პროგრამას ახორცილებს წარმატების საქართველოში, შხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის ფარგელბში სამომავლო გეგემები. საინტერესოა თავად ორგანიზაცია „შალომ კლუბი“ მუშაობის სფეციფიკა. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევი საინტერსო პროექტი განხორცილდება შალომ კლუბის მიერ ისრალის საეჩოს მხარდაჭერით.