You are currently viewing საერთაშორისო განათლების აკადემია  ,,ბიდისიმ’’ ბათუმში ფილიალი გახსნა – ვიდეო

საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბიდისიმ’’ ბათუმში ფილიალი გახსნა – ვიდეო

აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო ბაზრის კლევის შედეგად საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ ფილიალი გაიხსნა. ამ დრომდე აკადემიის ფილიალები წარმოდგენილი გახლავთ თბილისში, ქუთაისში, გორსა და თელავში. „ბიდისი“ აკადემია ახორციელებს მოკლე და გრძელვადიან სასერტიფიკატო და სადიპლომო პროგრამებს, როგორებიცაა ფარმაცია, საექთნო საქმე, კულინარია, საკონდიტრო, ბუღალტერია, კომპიუტერული და სხვა. აკადემიას განსაკუთრებული აქცენტი აქვს აღებული შშმ პირების პროფესიული მომზადება – გადამზადების თვალსაზრისით, რომელიც სასწავლებლის მთავარი სოციალური პრიორიტეტია. აკადემია მათ დასაქმებაზეც ზრუნავს. ფილიალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური

ლაბორტორიული და პრაქტიკული აუდიტორიებით სადაც ლექციებს კითხულობენ როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული მაღალპროფესიული რანგის პედაგოგები. აკადემია სტჟირება პრაქტიკების თვალსაზრისით თანამშრომლობს როგორც ქართულ ბრენდულ კომპანიებთან, ასევე ევროპის ხუთ ქვეყანასთან. აკადემიის ბაზაზე ფუნქციონირებს კარიერის და დასაქმების დეპარტმენტი, რომელიც ზრუნავს წარჩინებული კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ უკვე თოთხმეტი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზციას პროფესიული განათლების სფეროში. მას ხელმძღვანელობს პროფესორი ნათია შათირიშვილი