საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის გორის ფილიალში დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს ის დამსაქმებლები შეხვდნენ, რომლებიც კომპანიის ვაკანტური ადგილისთვის გადამზადებულ კადრებს ეძებენ. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ძირითადად ის ადამიანები მივიდნენ, რომლებმაც სხვადასვხა მიმართულებით კვალიფიკაცია საერთაშორისო განათლების აკადემიაში აიმაღლეს. მათი განმარტებით, ცოდნის მიღებასთან ერთად თავიდანვე იცოდნენ, რომ ბიდისი აკადემია სამსახურის ძიებაშიც დაეხმარებოდა.დასაქმების ფორუმზე სამსახურის მაძიებლებმა ტესტირება და გასაუბრება გაიარეს. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც დღეს კადრებს სწორედ ბიდისი აკადემიაში არჩევდა, ამბობს, რომ კურსდამთავრებულთა შორის კონკურენცია დიდია, რადგან აღნიშნული სასწავლო ცენტრი კვალიფიციური პედაგოგების დახმარებით, სამსახურის დასაწყებად უკვე მომზადებულ კადრებს უშვებს. დამსაქმებელთა ინტერესიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
დასაქმების ფორუმზე გაირკვა, რომ გორში უახლოეს მომავბალში ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იხსნება და მისი კადრებით დაკომპლექტება მიმდინარეობს. ბიდისი აკადემიის გორის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია შათირიშვილის ინფორმაციით, მსგავსი სახის შეხვედრები ერთჯერადი არ იქნება და დასაქმების მიზნით კურსდამთავრებულებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, დამსაქმებლებთან უშუალო კონტაქტის დამყარებას ხელს სამომავლოდაც შეუწყობენ.
ადმინისტრაციის განმარტებით, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებაში, იმისთვის, რომ უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს.
ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლე და გრძელ ვადიან ტრეინინგებსა და სემინარებზე, რაც საშუალებას მისცემთ საქმიან ადამიანებს, დროის მცირე პერიოდშიმაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ.
რაც ყველაზე მთავარია, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ის ვინც რომელიმე მიმართულებით ბიდისის სასწავლო პროგრამას გაივლის, სამუსაო ადგილის ძიება არ გაუჭირდება.