დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში პრაქტიკულ ლაბორატორიული მეცადინოებები განახლდა, როგორ ხვდებიან ერთწლიანი პანდემის გამო შეზღუდვა დაწესებული სასწავლებლების წარმომადგენლები ამ ფაქტს და როგორ გაართვეს თავი ონლაინ სწავლებებს მათ ამ კითხვებით საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის დირექტორს ნათია შათირიშვილს მივმართეთ.
“ადვილი არ იყო ონლაინ სწავლების მექანიზმზე გადასვლა სასწავლებლებისთვის, რომლებიც პარალერულად პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებსაც ატარებენ, თუმცა პანდემიის გამო მოგვიწია სწავლების ფორმის შეცვლა და გადავედით ონლაინ სწავლებებზე. ონლაინ მეცადინეობებმა რიგი პრობლემები შეგვიქმნა პრაქტიკულად ვეღარ ვაწარმოებდით სრულყოფილი მეცადინეობების ჩატარებას, რაც გულისხმობს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეთოდს, არადა ეს მეთოდი აუცილებელია ამის გარდა შეუძლებელია სრულყოფილი განათლების მიღება. მოხარული ვრ, რომ მოგვეცა საშუალება აუდიტორიებში დაბრუნების ეს იყო დროული გადაწყვეტილება. ცოცხალი ურთიერთობები მოსწავლეეთან ბევრად მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ სრული რეგულაციების დაცვით მივიღოთ მოსწავლეები აუდიტორიებში.
ასევე მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეებს ვუტოვებთ არჩევანის საშუალებას გააგრძელონ ონლაინ სწავლება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მათ უმეტესობას სურს აუდიტორიებში დაბრუნება – აცხადებს ნათია შათირიშვილი ჩვენს მიერ დასმულკითხვებზე.“