You are currently viewing დასაქმების ახალი შესაძლებლობა საუკეთესო პირობებით დუბაიში ბიდისი აკადემიის მსმენელთათვის

დასაქმების ახალი შესაძლებლობა საუკეთესო პირობებით დუბაიში ბიდისი აკადემიის მსმენელთათვის

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ პარტნიორი გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, კერძოდ დუბაიში ერთ-ერთი წამყვანი სარესტორნო ქსელი რომელიც მზად არის მიიღოს აკადემიის მიერ გადამზადებული კადრები სხვადასხვა პოზიციებზე.

ბიდისი აკადემია დამსაქმებელთა მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს უკვე 17 წელია, რადგან ჩვენს მიერ გადამზადებულ კადრებს მუდმივად დადებითი შეფასება აქვთ. სწორედ ამიტომ დუბაის სარესტორნო ქსელის წარმომადგენლობა დაუკავშირდა აკადემიას და მის მიერ გადამზადებული კადრების დასაქმება შესთავაზა დუბაიში შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, მიმტანი, კულინარი, შეფი და სხვა. პირობები საკმაოდ შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სჭირდებათ პროფესიული წინსვლა და საუკეთესო გამოცდილების შეძენა. კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულთა ტრანსპორტირება, კვება, საცხოვრებელი და დაზღვევა.

ხელფასი განისაზღვრება 800-დან-2000$-მდე, პოზიციის შესაბამისად. აუცილებელი პირობაა სასაუბრო ინგლისურის ცოდნა საწყის დონეზე მაინც. ბიდისი აკადემია მუდამ ზრუნავს საკუთარი კურსდამთავრებულებისთვის როგორც ხარისხიანი განათლების მიცემაზე, ასევე მათ დასაქმებაზე.

აღნიშნული შეთავაზებით შეუძლია ისარგებლონ აკადემიის ხუთივე ფილიალის კურსდამთავრებულმა მსნელებმა:

  • თბილისი;
  • გორი;
  • ქუთაისი;
  • ბათუმი;
  • თელავი;

მსურველთ რეგისტრაცია დაწყებულია შემოგვიერთდით ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.