ღონისძიებაზე შეკრებილები იყვნენ ბიდისის ხუთივე ფილიალის აკადემიური პერსონალი, ლექტორები, წარმატებული მსმენელები. აკადემიის დამფუძნებელმა, ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა მადლობის წერილები და საჩუქრები გადასცა აკადემიის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბიდისი აკადემიის წარმატებაში წლების მანძილზე.
საღამო რესტორან „რივერსაიდ ბაბილოში“ კორპორატიული წვეულებით გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ფილიალის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კიდევ უფრო უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი. „ბიდისი აკადემია“ გარდა იმისა, რომ წარმატებულია საგანმანათლებლო ბაზარზე, წარმოადგენს ერთ დიდ ოჯახს, სადაც მისი თითოეული წევრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ მათი წვლილია იმაში, რომ ჩვენ ამდენი წელია წარმატებით ვსაქმიანობთ და გვყავს უამრავი დასაქმებული მსმენელი.“ – ამბობს აკადემიის დამფუძნებელი ქალბატონი ნათია შათირიშვილი.
საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ უკვე 17 წელია, რაც საქმიანობს საგანმანათლებლო ბაზარზე.
ამ დროის განმავლობაში აკადემიამ შეძლო ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება და დღეს იგი ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს ამ სფეროში. აკადემიას წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს დასაქმებული იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი თანამშრომელი.
„ბიდისი“ ორიენტირებულია სერტიფიცირებული და პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაზე, შემდეგ კი მათი დასაქმების უზრუნველყოფაზე. აკადემიას აქვს ერთი სათავო სასწავლო ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში.
საერთაშორისო განათლების აკადემია 17 წლის წინ დაარსდა, რომელიც იმ დროისთვის განათლების ბაზარზე ახალ მიმართულებას წარმოადგენდა.
მას შემდეგ „ბიდისი აკადემია“ უკვე წლებია წელია, რაც ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ვინაიდან პროფესიულ განვითარებაზე და განათლებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, „ბიდისი“ მსმენელებს 35-მდე სასწავლო პროგრამას სთავაზობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, კონდიტერია, ბუღალტერია, მენეჯმენტი, კულინარია, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, საბანკო საქმე, ბიზნესადმინისტრირება, ოფის-მენეჯერი, უცხო ენები და ა.შ. აკადემიაში ტრენინგებს აკადემიის მიერ მოწვეული კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან.
ხარისხიანი და კვალიფიციური განათლების მიღებას კი სწორედ შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულება, ადამიანური რესურსის სწორად მართვა და კვალიფიციურ ტრენერთა გუნდის სიძლიერე განაპირობებს. საჭირო თეორიული მასალის ათვისების შემდეგ, მსმენელები იწყებენ მის პრაქტიკაში განხორციელებას. თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი გადიან სტაჟირებას წამყვან კომპანიებში, სადაც წარმატებული მსმენელები საქმდებიან. აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადაპტირდება არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
აკადემიის მიზანია თითოეული მსმენელის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას. აკადემიაში სწავლის დაწყება უგამოცდოდ, სწავლის საფასურის გადახდა კი ეტაპობრივად არის შესაძლებელი.
„ბიდისი აკადემია“ ზრუნავს თითოეული მსმენელის დროზე. შესაბამისად, აქ სტუდენტებს მათზე მორგებული გრაფიკი აქვთ. განათლების მიღება როგორც საქართველოში მცხოვრებ, ისე საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ.
მსოფლიოში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ, ბევრ სირთულესთან ერთად, აკადემიას კარგი საქმის კეთების საშუალებაც მოგვცა. აკადემიამ ონლაინსწავლის მეთოდზე დაყრდნობით, სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები სხვადასხვა პროფესიული პროგრამის მიმართულებით, როგორც საქართველოში მცხოვრები სწავლის მსურველებისთვის, ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის შეიმუშავა. „ზუმის“ მეშვეობით დღეს აკადემიის ლექტორები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს პროფესიულ ლექციებს მათთვის სასურველ დროს უტარებენ. ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა პარალელურ რეჟიმში გაიღრმაონ ცოდნა მათთვის სასურველ პროფესიებში და ამავდროულად, მიიღონ სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ეს ნაბიჯი ჩვენი აკადემიის მხრივ მათთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა. ემიგრანტებმა ჩვენთან გავლილი კურსის შემდეგ დაიწყეს დამატებითი სამუშაოები და ძალიან კმაყოფილები არიან.
უამრავ სამადლობელ წერილს ვიღებთ მათი მხრიდან, რაც გვძენს უფრო მეტ სტიმულს, ვაკეთოთ ბევრი და კარგი საქმე მათთვის. ტრენინგები მორგებულია მათ სამუშაო გრაფიკზე. გარდა ამისა, ბიდისი აკადემია უზრუნველყოფს თავისი კურსდამთავრებულების საზღვარგარეთ უფასო ცხოვრებასა და სტაჟირებას.