კოსმეტოლოგიის კურსის გავლა მსურველებს ახლა უკვე იტალიაშიც შეუძლიათ. საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ ახალ სასწავლო სასერთიფიკატო პროექტს იწყებს ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის. სასწავლო პროგრამას იტალიაში წარმართავს გამოცდილი პედაგოგი, ხატია ბედინაშვილი. საერთაშორისო განათლების აკადემია ”ბიდისი” საგანმანათლებლო სფეროში თექვსმეტი წელია წარმატებით ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მან ჩამოაყალიბა პროფესიული საგანმანათლებლო აკადემია, რომლის საშუალებით წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ახლა უკვე იტალიაშიც.
აკადემიის დირექტორის, ნათია შათირიშვილის ხელმძღვანლობით ,,ბი დი სი” აკადემია აქტიურად ახორციელებს სასწავლო პროგრამებს ემიგრანტთა ოჯახებისთვის, მისი განცხადებით ახალი სასერთიფიკატო სასწავლო პროგრამა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, საშუალებას მისცემს მათთვის სასურველ დროს ჩაერთონ და დაეუფლონ კოსმეტოლოგის პროფესიას და სტაჟირება გაიარონ ასევე იტალიაში.
კურსის გავლის მსურველს შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლოს სამედიცინო ესთეტიკის მოწინავე, როგორც ინექციური, ისე აპარატურულ მეთოდები. მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც საშუალებას მისცემთ დასაქმდნენ, როგორც სპეციალისტი, ისე თავად შექმნან ორგანიზაცია, სადაც შეძლებენ შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურებების გაწევას.
კურსი მოიცავს:
კოსმეტოლოგია როგორც მეცნიერება, კოსმტოლოგიის მოკლე ისტორია,
ანატომიის და ფიზიოლოგიის საფუძვლები,
(თეორია) სახის კუნთები, ვენები, არტერიები, ლიმფოკვანძები, კანის ტიპები, დერმატოლოგიის საფუძვლები, კანის აგებულება, კანის ფენები და მათი სტრუქტურა, კანის ფუნქციები, ფერიჭამელები, როზაცეა, დემადეკოზი კოსმეტოლოგიაში, გამოყენებადი საშუალებები.
მასაჟი: კოსმეტოლოგიური მასაჟი
გაწმენდა, მინერალური წმენდა, ვაკუუმური წმენდა, ულტრაბგერითი წმენდა.
აპარატურული კოსმეტოლოგია, კანის დიაგნოსტიკა, კოსმეტოლოგიური კომბაინი, ბრაშინგი, დარსონვალიზაცია, ფოტო-ლაზერული ეპილაცია, ფონოფორეზი, მიკროდერმოაბრაზია, ელექტროეპილაცია, ბიოეპილაცია, პარაფინოთერაპია, წარბების კორექცია და წამწამების დაგრძელება.
ნაოჭების საწინააღმდეგო არაინექციური პროფესიონალური ხაზი, აკნეს სამკურნალო ხაზი, კაპილარების მოსასორებელი სამკურნალო ხაზი, პილინგები როგორც ქიმიური ასევე ფერმენტული.
პიგმენტაციისა და კანის ზედაპირზე წარმოქმნილი არასასურველი დანამატების მკურნალობა, წამწამების ლამინირება.
სასწავლო კურსის დამთავრების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატი, და საერკომენდაციო წერილი
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით..