You are currently viewing წინასაახალწლო ღონისძიება №5 (ქალთა) დაწესებულებაში

წინასაახალწლო ღონისძიება №5 (ქალთა) დაწესებულებაში

📌 პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით – საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“, “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და “მარიგოლდის” ორგანიზებით №5 (ქალთა) დაწესებულებაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა მსჯავრდებულებმა „მარიგოლდის“ სადღესასწაულო კაბები მოირგეს.

🔷 №5 (ქალთა) დაწესებულებაში, წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში მოდების ჩვენება მოეწყო.

🔷 ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტიც, შესრულდა მუსიკალური ნომრები.

🔷 მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

🔷 წინასაახალწლო ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩატარდება.

✨ ბიდისი აკადემია და ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ

პირს!