ჩვენ გამოგვცადა დრომ!

ევროპული განათლების აკადემია ,,ბი დი სი“ 2006 წელს დაფუძნდა , თავდაპირველად აკადემიას გააჩნდა სასწავლო ტრენინგ ცენტრის ფუნქცია , თუმცა წლებთან ერთად ,,ბი დი სი’“ ვითარდებოდა და განვითარებასთან ერთად განათლების მიღების მსურველებს ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს აძლევდა.

ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი უკვე ჩამოყალიბდა დულუარული სასწავლო სასერთიფიკატო, სწავლა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების დულუარულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომლის მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების მიმღები პირების კვალიფიციური მაღალ დონეზე მომზადება, რასაც აკადემია ამ ხნის განმავლობასი წარმატებით ართმევს თავს. დღეს აკადემიაში ხორციელდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამები. ,,ბი დი სი“ აკადემიაში ლექცია ტრენიგები მიყავთ მაღალ კვალიფიციურ პედაგოგებს ,,ბი დი სი“ აკადემია სასერთიფიკატო და სადიპლომო კურსის ბოლოს მსმენელებს აძლევს საშუალებას სტაჟირება გაიარონ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბრენდულ ორგანიზაციებში სადაც სტაჯიორების დახელოვნებაზე მაღალკვალიფიციური კადრები ზრუნავენ.

  ,,ბი დი სი“ აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბებულია კარიერის დაგემვის ცენტრი, რომელიც აკადემიის წარმატებულ კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობაზე ზრუნავს. ბი დი სი აკადემია გაცვლითი სასწავლო და ასევე სტაჯირებისა და დასაქმების პროგრამების კუთხით თანამშრომლობს ევროპის რამოდენიმე ქვეყანასთან ესენია: იტალია, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, კანადა.

  ბი დი სი აკადემია ამართლებს სლოგანს ,,შენი პროფესიული კარიერა იწყება აქ“ აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ მრავალი დამსახურების მქონე, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იურისტი ნათია შათირიშვილი

Close Menu