ქართველ ებრაელთა საქველმოქმედო აქციას ბიდისი აკადემიაც შეუერთდა

ქართულ ებრაული ურთიერთობები საუკუნეს ითვლის და სწორედ ამ ურთიერთობების ფარგლებში საქართველოში და ისრაელში ხშირად იმართება ქართულ ებრული ღონისიებები. სწორედ ერთერთი ასეთი საქველმოქმედო ღონისძიება იმერეთის რეგიონში სოფელ ბანძაში ქართველმა ებრაელებმა გულთა კავშირის ხელმძღვანელებმა რობერტ ადარმა და იაკობ ჯანიაშვილმა გამართეს. აქციას შეუერთდა შალომ კლუბის ვიცე პრეზიდენტი და საერთაშორისო აკადემია ბი დი სის დამფუძნებელი ქალბატონი ნათია შათირიშვილი.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოფელ ბანძას მოსახლეობას უფასო სამედიციონო გაოკვლევა ჩაუტარდა.  ასევე ბი დი სი აკადემიისგან სოფელ ბანძაში მცხოვრებ ექვს ახალგაზრდას მათთვის სასურველი პროფესიული სასწავლო პროგრამების უფასო ვაუჩერი გადაეცა.  აქციის პრალერულად შეხვედრა გაიმრთა იმერთის გუბერნიაში, რომელსაც გუბერნატორი ზვიად შალაბერიძე , ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბ კვიცარიძე, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის დირექტორი ნათია შათირიშვილი, ასევე შალომ კლუბის პრეზიდენტი ზაურ ოსეფაშვილი , მაყვალა გონაშვილი და მწერალთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლოდ დასაგეგმი ერთობლივი სოციალური პროექტები.

ნათია შათირიშვილი – ,,ქართულ ებრაული ურთიერთობები მეტად მნიშვნელოვანია, მე გახლავართ ორგანიზაცია შალომ კლუბის ვიცე პრეზიდენტი და სწორედ აქედან გამომდინარე უამრავ პროექტში ვღებულობთ მონაწილეობას. ვფიქრობ ესეთი აქციებით ჩვენ ჩვენ მოსახლეობას დავეხმარებით და გავაძლიერებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია გულის კავშირის წევრებს მასზედ , რომ მოგვცა შესაძლებლობა ამ აქციაში ჩავრთულიყავით“