საერთაშორისო განათლების აკადემიას ,, ბიდისი“ და გერმანული კლინიკას ,,ბაუერმედი“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საერთაშორისო განათლების აკადემიას ,, ბიდისი“ და გერმანული კლინიკას ,,ბაუერმედი“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

  საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისის“  მხრიდან დოკუმენტს ხელი  აკადემიის რექტორმა ქ.ნათია შათირიშვილმა და გერმანული კლინიკა ,,ბაუერმედის“ ხელმძღვანელმა შალვა ნაჭყებიამ მოაწერეს. ხელშეკრულების  გაფორმებით სამეცნიერო, საგანმანათლებლო  თუ  ინოვაციების სფეროს ახალი შესაძლებლობებისკენ ეხსნება გზა. 

საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულ ექთნებს, საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისი“ აძლევს შესაძლებლობას გერმანიის კლინიკებში მუშაობა დაიწყონ, დასაქმდნენ და სხვადსხვა მიმართულებით განვითარდნენ.
საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისის“ მთავარი პრიორიტეტია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის უზრუნველყოფა. ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული და მუდმივად სიახლების ძიებაში, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.

საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისის“ რექტორი – ნათია შათირიშვილი:
„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი აკადემიისთვის, მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას კლინიკა ,,ბაუერმედთან“. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ექთნებსა და ექიმებს შესაძლებლობა მიეცემათ . სურვილის შემმთხვევაში სამუშაო ადგილები გერმანიის წამყვან კლინიკებში იპოვონ. დარწმუნებული ვარ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება ერთობლივი თანამშრომლობით. მსურს ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით“.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისის“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ასევე ისრაელის სხვადასხვა კლინიკასთან, რომლიც კურსდამათვრებული სამედიცინო მსენელები დაასაქმა და კვლავაც აგრძელებს აკადემია ,,ბიდისითან“ თანამშრომლობას.
ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო განათლების აკადემია ,, ბიდისი“ აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით და თავისი კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის, რათა საგანმანათლებლო სფეროში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.