პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგ კურსები ბიდისი აკადემიაში

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“-ს, ჯანდაცვის განვითარებისა და დაცვის ლიგის ორგანიზატორობით, აკადემიის ქუთაისის ფილიალში, მოქმედ სტომატოლოგთათვის  პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგს 50-მდე მოქმედი სტომატოლოგი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ. ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კოვიდ პანდემიამაც კარგად შეგვახსენა და დაგვანახა. შეხვედრაზე საუბარი იყო,  პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევასა და მნიშვნელობაზე. ეს ცოდნა კი გვეხმარება, წამის მეასედშიც კი გადავწყვიტოთ ადამიანის ჯანმრთელობის ბედი, რადგან ერთი წამიც კი ოქროს წამი შეიძლება იყოს.

მოგეხსენებათ, ბიდისი ზრუნავს საზოგადოების განათლებაზე უკვე 15 წელია. ტრეინიგნის მიმდინარეობისას აკადემიამ მოწვეული მსმენელები სერთიფიკატებით დააჯილდოვა. ტრეინინგი გრძელდებოდა 2 დღის განმავლობაში, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით. შეხვედრას უძღვებოდნენ თბილისიდან მოწვეული ტრენერები. ასევე, ტრეინინგი ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობის საფუძველზე, მულაჟების გამოყენებით.

გარდა ამისა, ბიდისი განაგრძობს სხვადასხვა კურსების შეთავაზებას მისი მსმენელებისთვისა და სტუდენტებისთვის. პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი კურსი კი, დაინტერესებული პირების მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ ჩატარდება სხვადასხვა რეგიონებში.