დღეს 26 დეკემბერს „ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ესტუმრა საქართველოს კარიტასის მოხუცთა დღის ცენტრ „ჰარმონიას“ და ერთი დღე გაულამაზა დღის ცენტრის ბენეფიციარ 21 ხანდაზმულს.
ორგანიზაციის სახელითა და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრების დამატებითი ჩართულობით შეგროვდა და ინდივუდუალურად შეირჩა საჩუქრები, ტკბილეული, ტორტი, ჰიგიენური ნივთები .
ჩატარდა მინი კონცერტი. ძალიან ენერგიული განწყობა შექმნა არაჩვეულებრივმა მომღერალმა და ადამიანმა ზურაბ კობეშავიძემ, რომელიც სიხარულით შემოგვიერთდა ამ წამოწყებაში და ნამდვილი დღესასწაული მოუწყო ხანდაზმულებს. მათთან ერთად იმღერა, იცეკვა და იმხიარულა.
ღონისძიებას თავად უძღვებოდა ორგანიზაციის დამფუძნებელი ქალბატონი ნათია შათირიშვილი. მუსიკალური ნომრები ასევე შეასრულეს „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ პიარის სამსახურის წარმომადგენელმა ია გოგოლაძემ და ტელეწამყვანის, ორგანიზაციის წევრი ქალბატონის თაკო გიგაურის მშვენიერმა ქალიშვილმა მარიამ.
გარდა იმისა, რომ „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ და „ბიდისი აკადემიამ“ საკუთარი სახსრებით დააფინანსა აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება, ამ დღის გამორჩეულად ქცევაში დამატებით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საზოგადოების წევრმა ქალბატონებმა:
„წლის ქველმოქმედი ქალი“-ს ნომინაციაში გამარჯვებულმა ქალბატონმა ციცი ბეროზაშვილმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი საქველმოქმედო საქმიანობით და ამჯერადაც ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მზაობა აღნიშნულ აქციაში ჩასართავად.
“ემიგრანტთა იმედი – წარმატებული მენეჯერი და მთარგმნელი-2022” ნომინაციაში დაჯილდოებულმა ქალბატონმა მაკი ყურუამ, რომელიც ასევე განსაკუთრებულად მოეფერა მოხუცებს და სიტყვით გამოსვლისაც ცრემლებიც ვერ შეიკავა.
ჩვენი ორგანიზაციის წევრმა წარმატებულმა ქალმა, კომპანია „ოლიმპიოს“ დამფუძნებელმა სოფია სურმავამ, რომელიც სულ მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს სხვებს და ასევე მუდმივად სიყვარულს და პოზიტივს ასხივებს.
ჩვენი საზოგადოების წევრმა, დამსახურებულმა ექიმმა, კლინიკა „ტერდის“ დამფუძნებელმა, ნომინაციაში „წლის საუკეთესო კლინიკა და მომსახურება-2022“ გამარჯვებულმა ქალბატონ თამარ ჭიჭინაძემ თითოეულ მოხუცს გაუწია უფასო კონსულტაცია.
ჩვენი საზოგადოების წევრმა, ნომინაციაში „ინოვაცია და ხარისხი, წლის ლიდერი სკოლამდელი აღზრდის სფეროში-2022“ გამაჯვებულმა, საბავშვო ბაღ ერუდიტების დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქალბატონმა ზიზი ხახიშვილმა მის მირ შერჩეული განსაკუთრებული საჩუქრები გადასცა დღის ცენტრის ხანდაზმულებს.
ჩვენი ორგანიზაციის მუდმივმა სპონსორმა ღია ცის ქვეშ ქორწილების ორგანიზების კომპანია “სქაილაინ ივენთის” დამფუძნებელმა და ხელმძღანელმა, ქალბატონმა დარეჯან ბურჯალიანმა და ასევე ჩვენი საზოგადოების წევრმა, ნომინაციაში „ლიდერი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2022“ გამარჯვებულმა ეთერ კოზოლაშვილმა საკუთარი წვლილი შეიტანეს დღის გალამაზებაში და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს მოხუცებს.
იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასევე განსაკუთრებულად დაგვიდგნენ გვერდით მოხუცებისთვის დღევანდელი დღის დღესასწაულად ქცევაში, მათ ქველმოქმედების იდეის გაჟღერებისთანავე გამოთქვეს თანადგომის სურვილი, მაგრამ ფიზიკურად სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შემოგვიერთდნენ. ესენი გახლავთ:
ემიგრანტი ქალბატონი, ლანა ლომჯარია, რომელიც ცნობილია ქველმოქმედებით და იტალიაშიც მსგავს საქმეს აკეთებს, საქართველოში კი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სიცოცხლე, რომლის გადარჩენაც შეგიძლია“ დამფუძნებელია და ეხმარება მარტოხელა დედებს.
ჩვენი ორგანიზაციის წევრი, კლინიკის ხელმძღანელი, უსაყვარლესი ადამიანი, ნომინაციაში „წლის ლიდერი 2022“ გამარჯვებული ქალბატონი ხატია ვაწაძე.
ასევე ჩვენი ორგანიზაციის სპონსორი, წარმატებული ადამიანი, ყვავილების მაღაზია ლანტანას დამფუძნებელი და ხელმძღვენელი ნუნუ ძიძიგური. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მათ.
საზოგადოების წევრები მოეფერნენ მოხუცებს, საჩუქრების გადაცემის გარდა მათთან ერთად იცეკვეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და რაც მთავარია ჩაეხუტნენ და დაჰპირდნენ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და კიდევ ბევრჯერ ვეცდებით მათ გახარებას.
დღის ცენტრ „ჰარმონიას“ ბენეფიციარმა უსაყვარლესმა მოხუცებმა უდიდესი მადლობა გადაუხადეს თითოეულ მათგანს და გვითხრეს, რომ ეს დღე მათთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი იქნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სტუმრობენ, ასეთი საუკეთესო დღე ჯერ არ ჰქონიათ.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ კიდევ ბევრ ადამიანს გაახარებს, რადგან ეს გახლავთ წარმატებული, შემდგარი, ბიზნესმენი თუ სხვადასხვა სფეროში აღიარებულ ქალთა ორგანიზაცია, რომლებიც ერთ დიდ, ძლიერ ძალას წარმოადგენს ხვადასხვა კარგი საქმეების საკეთებლად.