ბიდისი აკადემიასა და გერმენულ კომპანია „europa-service nordthuringen”-ს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ბიდისი აკადემიის სტუდენტთა სტაჟირებასა და დასაქმებას გერმანიის წამყვან ქალაქებში.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბიდისი აკადემია არაერთი წელია, სხვადასხვა ქვეყანაში, უცხოურ ორგანიზაციებთან, წარმატებით თანამშრომლობს და კურსდამთავრებულთა პროფესიულ განვითარებაზე და მათ დასაქმებაზე ზრუნავს.
გერმენული კომპანია „europa-service nordthuringen“ რეკომენდაციების საფუძველზე თავად დაუკავშირდა ბიდისი აკადემიას და გამოთქვა მზაობა, დაასაქმოს აკადემიის კურსდამთავრებული მსმენელები.