საერთაშორისო განათლბის აკადემია ბი დი სი წარმოგიდგენთ სოციალურ პროექტს რეკვალიფიკაციისა და დასაქმების საერთაშორისო ფორუმს, რომელზეც 50 ქართული და 3 უცხოური კომპანია გამოაცხადებს სამუშაოს მაძიებელთათვის თავიანთ კომპანიებში არსებულ ვაკანსიებს და მოახდენენ კომპანიის საქმიანობის პრეზენტაციას . ასევე სამუშაოს მაძიებლებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ მათვითს საინტერესო და მისაღები ვაკანსიები გაეცნონ პირობებსა და დასაქმდნენ. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო განათლების აკადემია ბი დი სი გამართავს მოკლევადიან ტრენინგ კურს ეფექტური კომუნიკაცია და ადმინისტრირებაში. ფორუმი გაიმართება ამა წლის 28 თებერვალს სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში 18 საათზე. მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია კომპანიებისთვის და სამუშაოს მაძიებელთათვის. დარეგისტრირება შეგიძლიათ აქვე მოცემულ ბმულზე
გისურვებთ წარმატებებს!

დასაქმების ფორუმზე რეგისტრაციისთვის აირჩიეთ თქვენი სტატუსი

ვარ ფიზიკური პირი

ვეძებ სამსახურს

ვარ კომპანია

ვეძებ თანამშრომელს