ოკუპაციური თერაპია

0
Lessons
0
Quizzes
0
Modules

ოკუპაციური თერაპია არის ჯანმრთელობის დამხმარე სპეციალობა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილდღეობის და ჯანმრთელობის ხარისხის გაზრდაზე ყოველდღიურ საქმიანობებში თანამონაწილეობის გზით.
მაკ ჯორჯიას ოკუპაციური თერაპევტები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სერვისების განხორციელებას საქართველოს მასშტაბით პროფესიონალთათვის, ბენეფიციართათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

პროგრამის კურსდამთავრებული:

განიხილავს პიროვნებას ჰოლისტურად, ითვალისწინებს
რა მის ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ და სულიერ
საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და პოტენციალს;
ხსნის ადამიანის/ჯგუფის/თემის საქმიანობასა და მის
სირთულეებს ოკუპაციური თერაპიისა და ფუნქციონირების საერთაშორისო მოდელების
გამოყენებით .

არგუმენტირებულად მსჯელობს თერაპიულ მეთოდებზე,
სტრატეგიებსა და მიდგომებზე და მათი გამოყენების
პრინციპებზე (როგორებიცაა: კლიენტზე ცენტრირებული
მიდგომა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, პრევენცის,
განათლების სტრატეგიები და ა.შ.)

დამოუკიდებლად ახორციელებს მტკიცებულებაზე
დაფუძნებულ ოკუპაციური თერაპიის პრაქტიკას
ინდივიდთან, ჯგუფთან და თემთან პროფესიული ეთიკის,
მომსახურებისა და დოკუმენტირების წესების დაცვით;

სწავლების მეთოდები;

სასწავლო პროგრამა აგებულია მსმენელზე  ორიენტირებული
სწავლების პრინციპზე და სწავლა-სწავლებისას გამოიყენება
მრავალფეროვანი ინტერაქტიური მეთოდები:
- დისკუსია
- ჯგუფური მუშაობა
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
- შემთხვევის ანალიზი
- გონებრივი იერიში
- დემონსტრირების
- ახსნა-განმარტებითი
- ქმედებაზე ორიენტირებული.

კურსის   ხანგრძლივობა   ორი  თვე. გაიცემა  სერთიფიკატი.

What You'll Learn