ჩვენ გამოგვცადა დრომ!

მსმენელებს ვეხმარებით დასაქმებასა და საზღვარგარეთ სტაჟირებაში-ნათია შათირიშვილი

ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი-ს  მე-14 წელია ქართულ საგანმანათებლო სფეროში მოღვაწეობის. აკადემიამ ამ ხნის მანძილზე შეძლო და დულუარული ფორმატის პროფესიულ საგანმანათლებლო, ტრენინგ-პროგრამების მხრივ ლიდერის პოზიცია მოიპოვა საქართველოში.

ბი დი სი აკადემია დღეს სამი ფილიალითაა საქართველოში წარმოდგენილი – თბილისი, ქუთაისი და გორი. მეოთხე ფილიალი კი სულ მალე თელავში გაიხსნება. აკადემია ახორციელებს როგორ გრძელვადიან ასევე მოკლევადიან სადიპლომო და სასერთიფიკატო კურსებს. სტაჟირება-დასაქმების კუთხით კი ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობს. ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი -ს იურისტი ნათია შათირიშვილი ხელმძღვანელობს.


ქალბატონო ნათია რა პროგრამებს ახორციელებთ აკადემიაში და როგორია მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე დღეს?


აკადემია თითქმის ყველა პროგრამს ახორციელებს, რომელიც მორგებულია დრეს სამომხმარებლო ბაზარზე კადრების მოთხოვნით, ჩვენ სასწავლო კურსები გაჯერებული გვაქვს პარაქტიკული მეცადინეობებით, რაც სწავლის მსურველებს უფრო მეტ საფუძვლიან ცოდნას აძლევს და ისინი პრაქტიკულად სწავლის დასრულებისთანავე მზად არიან პირდაპირ სამუშაოს დასაწყებად.
აკადემიაში ხორციელდება ისეთი პროგრამები , როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, კულინარია, საკონდიტრო, ბუღალტერია, სკოლამდელი აღზრდა, ჟურნალისტიკა, ტრენინგებს რაც შეეხება , პირველადი გადაუდებელი, შრომის უსაფრთხოება და სხვა.


როგორც ცნობილია, ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი ევროპის ოთხ ქვეყანსთან თანამშრომლობს. რა სახის თანამშრომლობა ეს და რა სარგებელი აქვთ ამით თქვენს მსმენელებს?


დღეს ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. გარდა ევროპის ქვეყნებთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ბევრ წარმატებულ კომპანიასთან, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენი პარტნიორია, როგორც “ავერსის” სააფთიაქო ქსელი, ისე მისი ჰოსპიტალური ქსელი. ვთანამშრომლობთ ასევე “ფარმადეპოსთან”, “ევექსთან”, “ნეოფარმთან”, სადაც ჩვენს კურსდამთავრებულებს სტაჟირებაზე ვუშვებთ და ასევე ვეხმარებით დასაქმებაში.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ესენია გერმანია, ისრაელი, პოლონეთი და იტალია. გამოვყობ გერმანიას, სადაც ჩვენ კურსდამთავრებულებს ეძლევათ საშუალება ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაემგზავრონ, ყველა ოფიციალური წესის დაცვით, ერთ წლიანი და უფრო მეტი ვადით. ეს სტაჟირება ეხებათ კულინარიის და საექთნოს კურსდამთავრებულებს.


არ შეიძლება, რომ რ გკითხოთ მსოფლიო პანდემიის ფონზე, რა ვითარების ფონზე და როგორ ფორმატში მუშაობთ?


ორი თვე გადასულები ვიყავით ონლაინ რეჟიმზე, თუმცა ეხლა უკვე გადავედით სწავლების აუდიტორიულ რეჟიმზე, რა თქმა უნდა ვიცავთ იმ რეკომენდაციების სრულ ჩამონათვალს, რაც შემუშავებული აქვს დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს.


ბი დი სი აკადემიის ფილიალები განთავსებულია:

თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე 172 – ნომერში,

გორში გარსევანიშვილის ქუჩა – 13 ნომერში,

ქუთაისში ცხრა აპრილის 4 ნომერში.


დამატებიტი ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ ტელეფონის ნომერზე: 593 25 25 08.

Close Menu